ციფრული ლარი ბრუნვაში წლის მეორე ნახევარში ჩაეშვება - შესაძლებლობა, ბანკებთან კონკურენცია და  გამოწვევები

ციფრული ლარი ბრუნვაში წლის მეორე ნახევარში ჩაეშვება - შესაძლებლობა, ბანკებთან კონკურენცია და გამოწვევები

access_time2022-02-21 11:00:51

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ციფრული ლარის საპილოტე პროგრამის ჩაშვებას წლის მეორე ნახევარში გეგმავს. ციფრული ლარის გამოყენება საწყის ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ფარგლებში, საცალო ვაჭრობის ბაზარზე იქნება შესაძლებელი. სებ-ის ინფორმაციით, მისი მანდატი ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ხოლო ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარებისა და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა გაზარდოს. როგორც აღმოჩნდა, ეროვნულ ბანკს თავისი მანდატის უკეთ შესასრულებლად ციფრული ლარი სჭირდება. ეროვნული ბანკში ასევე აღნიშნავენ, რომ CBDC-ს (ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, Central Bank Digital Currency) გადახდის საშუალების სტატუსი ექნება.


რა ეტაპზეა ციფრული ლარი?


ციფრული ლარის პროექტთან დაკავშირებით სებ-ი ათობით სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპანიას უკვე შეხვდა და შესაძლო ტექნიკური სისტემები განიხილა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახლა მიმდინარეობს შიდა სამუშაოები, რომ ჩამოყალიბდნენ კონკრეტულ ფორმატზე, მასშტაბზე და წლის განმავლობაში უკვე საპილოტე პროექტის ამუშავება დაიწყოს.


„არსებული ციფრული ტექნოლოგიების სიმწიფისა და ადგილობრივი ფინანსური ბაზრის გამოწვევების გათვალისწინებით, ციფრული ვალუტის სარგებელის, ხარჯისა და რისკების ანალიზი განხილვის პროცესშია. ანალიზის პროცესი ასევე მოიაზრებს ციფრული ლარის კონკრეტული მახასიათებლების დაზუსტებასა და გასაჯაროვებას, მასშტაბის განსაზღვრას და ციფრული ვალუტის საპილოტე/სატესტო რეჟიმში გაშვებას, რაც ციფრული ლარის პროექტის შემდგომი ეტაპების სამოქმედო გეგმის და დანერგვის საგზაო რუკის შედგენის საფუძველი იქნება. აღსანიშნავია, რომ დაინტერესებულ მხარეებს საშუალება ექნებათ ციფრული ლარის და მასთან დაკავშირებული ეკოსისტემის ჩამოყალიბების პროცესში ჩაერთონ. ამ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი კომუნიკაციისათვის ასევე აქტიურად ვიყენებთ ფინანსური ინოვაციების ოფისს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია კითხვით მომართვა“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.


ციფრული ლარის გამოშვების ირგვლივ არაერთი კითხვა გაჩნდა, ხშირ შემთხვევაში მას კრიპტოვალუტასთან აიგივებენ ან აღნიშნავენ, რომ საბანკო ანგარიშებისგან არაფრით იქნება განსხვავებული და კონკურენციას გაუწევს მას.


ციფრული ლარი vs კრიპტოვალუტა


ციფრულ ლარსა და კრიპტოვალუტას შორის ბევრი მსგავსებაა, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ ჭრილში, რადგან დიდი ალბათობით ციფრული ვალუტაც ბლოკჩეინზე იქნება დაფუძნებული, ასევე იქნება სწრაფი და იაფი გადახდის საშუალება. თუმცა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, არ მოხდება ე.წ. მაინინგი. ციფრულმა ლარმა რაღაც სერვისებში შეიძლება კონკურენცია გაუწიოს კრიპტოვალუტებს, თუმცა მას არ ექნება სპეკულაციური დაგროვების ხასიათი, როგორც კრიპტოვალუტებს აქვთ. სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრონული ფულით სარგებლობა მთელი დღე–ღამის განმავლობაში, უწყვეტად იქნება შესაძლებელი ინტერნეტის გარეშე.


ციფრული ლარი – ბანკების კონკურენტი?!


ეროვნული ბანკის განმარტებით, ციფრული ლარი უფრო იაფი და სწრაფი გადახდის საშუალება იქნება და მოხსნის შუამავლების საჭიროებასაც.
ციფრული ლარით დაგროვება, გადარიცხვა, თუ სხვა ოპერაციები კომერციული ბანკების გვერდის ავლით გაკეთდება, თუმცა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა კატეგორიულად უარყოფს მოსაზრებას, რომ თითქოს ბანკები კარგავენ შუამავლის როლს. როგორც პაპუნა ლეჟავა განმარტავს, ციფრულ ლარს ექნება გადახდის და დაგროვების ფორმა, ასევე ელექტრონულ საფულეში არსებულ ელექტრონული ვალუტის ნაშთს პროცენტიც უნდა დაერიცხოს. შესაძლებელი იქნება ციფრული ლარით სესხის აღებაც.


ფინტეკ ასოციაციის ხელმძღვანელი დავით კიკვიძეს თქმით, ციფრული ლარი ბანკებს კონკურენციას რამდენიმე მიმართულებით გაუწევს, თუმცა მათ ფინანსურ სექტორში მაინც მთავარი ადგილი ექნებათ.



„ციფრული ვალუტამ უნდა ჩაანაცვლოს ის შუამავლები, რომლებიც კლასიკური მოდელით მუშაობენ ფინანსურ სისტემაში. ეს ოპერაციები ზრდის სხვადასხვა დანახარჯს, კიბერუსაფრთხოების რისკს და მომხმარებელს ფინანსურ დაწესებულებებზე დამოკიდებულს ხდის. ციფრული ლარი ეროვნული ბანკისთვის გარკვეული ბერკეტი იქნება მონეტარული პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით და მას აღარ დასჭირდება ბანკები იმისთვის, რომ ფულის ერთობლივ მოთხოვნაზე გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს. გარკვეულწილად ციფრული ლარი ბანკებს კონკურენციას გაუწევს, იმ მხრივ რომ ციფრული ვალუტის შემთხვევაში საბანკო სექტორი შუამავლად აღარ მოგვევლინება და მას რაღაცეების დათმობა მოუწევს. ეს შესაძლოა ბანკების შევიწროებას გავდეს, თუმცა საბანკო სექტორს განსაკუთრებული ადგილი უკავია ფინანსურ სექტორში და როგორც არ უნდა განვითარდეს ციფრული ვალუტა, ბოლომდე ჩვეულებრივი ვალუტის ჩანაცვლება ვერ მოხდება, რადგან ნაღდი ფულის მოძრაობა ძალიან მაღალია და წლების განმავლობაში ეს მაინც შენარჩუნდება. მეორე ვარიანტია თუ ბანკებიც გადმოერთვებიან ციფრულ ვალუტაზე და ჩაერთვებიან ამ ზოგად მიმოქცევაში. შესაძლოა რაღაც ეტაპზე საბანკო სექტორი ცოტა შევიწროვდეს, თუმცა მათი ჩანაცვლება ასე მარტივად ვერ მოხდება“, - ამბობს დავით კიკვიძე.


საერთაშორისო გამოცდილება


დღევანდელ რეალობაში ჩინეთს, იაპონიას და ევროპის წამყვან ქვეყნებს აქვთ გამოშვებული ციფრული ვალუტა და ის სატესტო რეჟიმშია. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მსოფლიოში ცენტრალური ბანკების 85% უკვე მუშაობს ციფრულ ვალუტაზე, ზოგი კვლევით ეტაპზეა.


ჩინეთი – ცისქვეშეთის სახალხო ბანკმა ციფრულ იუანზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო. 7 წლის განმავლობაში შეიმუშავა კონცეფცია და სისტემის 10 ტესტი ჩაატარა, მეათე ტესტი 2021 წლის აპრილში ჩაეშვა.


კარიბი – კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ციფრული ვალუტა 2021 წლის 31 მარტს გამოჩნდა. აღმოსავლეთ კარიბის ბანკმა ბრუნვაში ჩაუშვა DCash – აღმოსავლეთ კარიბის დოლარის ანალოგი. ციფრული ვალუტა 4 ქვეყანაში იტესტება. ამ ქვეყნების მოქალაქეები Dcash-ით აკეთებენ გადარიცხვებს, იხდიან ბანკებში, მაღაზიებსა და სასადილოებში.

შვედეთი - ელექტრონული კრონის ტესტირება 2020 წელს დაიწყო.


ევროკავშირი – ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტის ბრუნვაში ჩაშვების დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასება 2020–ში დაიწყო. ამჟამად ცენტრალური ბანკი სხვა ქვეყნების გამოცდილებას სწავლობს და ევროს ანალოგის გაშვებაზე საზოგადოების აზრს იკვლევს.


აშშ – ციფრული დოლარის 5 საპილოტე პროექტი ჩაეშვება აშშ–ის ტერიტორიაზე მიმდინარე წელს. პროექტებზე პასუხისმგებელი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ციფრული დოლარი – ფულის ახალი ფორმაა, რომელიც სპეციალურად ონლაინ გადახდებისთვისაა შექმნილი და ავსებს უკვე არსებულ ელექტრონულ ფულს.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up