ციფრული ლარი ბრუნვაში 2023 წელს ჩაეშვება - შესაძლებლობა და გამოწვევები

ციფრული ლარი ბრუნვაში 2023 წელს ჩაეშვება - შესაძლებლობა და გამოწვევები

access_time2022-03-30 10:00:15

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ციფრული ლარის საპილოტე პროგრამის ჩაშვებას მომავალი წლიდან გეგმავს. ციფრული ლარის გამოყენება საწყის ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ფარგლებში, საცალო ვაჭრობის ბაზარზე იქნება შესაძლებელი. სებ-ის ინფორმაციით, მისი მანდატი ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ხოლო ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარებისა და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა გაზარდოს. ეროვნული ბანკში ასევე აღნიშნავენ, რომ CBDC-ს (ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, Central Bank Digital Currency) გადახდის საშუალების სტატუსი ექნება.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.


ციფრული ლარის პროექტთან დაკავშირებით სებ-ი ათობით სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპანიას უკვე შეხვდა და შესაძლო ტექნიკური სისტემები განიხილა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახლა მიმდინარეობს შიდა სამუშაოები, რომ ჩამოყალიბდნენ კონკრეტულ ფორმატზე, მასშტაბზე და მომავალი წლის განმავლობაში უკვე საპილოტე პროექტის ამუშავება დაიწყოს.


„ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარების და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და გაზარდოს ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა. ციფრული ლარით გვინდა ახალი, კომფორტული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული გადახდის საშუალება შევქმნათ. საწყის ეტაპზე, ვაკეთებთ საპილოტე ვერსიას, რადგან სარგებელი, რომელზეც ციფრული ლარის შემთხვევაში ვსაუბრობთ, პოტენციურია. ჩვენ გვინდა, რომ რეალურად შევისწავლოთ ეს მოდელი პრაქტიკაშიც იმუშავებს თუ არა. მომავალი წლიდან ციფრული ლარის საპილოტე ვერსიას გამოვუშვებთ, რომლის შედეგებსაც დეტალურად შევისწავლით და გადავწყვეტთ ღირს თუ არა საბოლოოდ ამ ციფრული ვალუტის მასშტაბურად დანერგვა“, - განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.



ფინტეკ ასოციაციის ხელმძღვანელი დავით კიკვიძის თქმით, ციფრული ლარი ბანკებს კონკურენციას რამდენიმე მიმართულებით გაუწევს, თუმცა მათ ფინანსურ სექტორში მაინც მთავარი ადგილი ექნებათ.


„ციფრული ლარი ეროვნული ბანკისთვის გარკვეული ბერკეტი იქნება მონეტარული პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით და მას აღარ დასჭირდება ბანკები იმისთვის, რომ ფულის ერთობლივ მოთხოვნაზე გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს. გარკვეულწილად ციფრული ლარი ბანკებს კონკურენციას გაუწევს, იმ მხრივ რომ ციფრული ვალუტის შემთხვევაში საბანკო სექტორი შუამავლად აღარ მოგვევლინება და მას რაღაცეების დათმობა მოუწევს. ეს შესაძლოა ბანკების შევიწროებას გავდეს, თუმცა საბანკო სექტორს განსაკუთრებული ადგილი უკავია ფინანსურ სექტორში და როგორც არ უნდა განვითარდეს ციფრული ვალუტა, ბოლომდე ჩვეულებრივი ვალუტის ჩანაცვლება ვერ მოხდება, რადგან ნაღდი ფულის მოძრაობა ძალიან მაღალია და წლების განმავლობაში ეს მაინც შენარჩუნდება. მეორე ვარიანტია თუ ბანკებიც გადმოერთვებიან ციფრულ ვალუტაზე და ჩაერთვებიან ამ ზოგად მიმოქცევაში. შესაძლოა რაღაც ეტაპზე საბანკო სექტორი ცოტა შევიწროვდეს, თუმცა მათი ჩანაცვლება ასე მარტივად ვერ მოხდება“, - ამბობს დავით კიკვიძე.


დღეისათვის ჩინეთს, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს, იაპონიას და ევროპის წამყვან ქვეყნებს აქვთ გამოშვებული ციფრული ვალუტა და ის სატესტო რეჟიმშია. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მსოფლიოში ცენტრალური ბანკების 85% უკვე მუშაობს ციფრულ ვალუტაზე, ზოგიერთი კი კვლევით ეტაპზეა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up