ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტის სატესტო რეჟიმში გაშვებას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გეგმავს. ამ ეტაპზე ეროვნული ბანკი პარტნიორი კომპანიის ძიების პროცესშია. როგორც მარეგულირებელში განმარტავენ, პარტნიორის შერჩევის მიზნით ტენდერი პროექტის მასშტაბისა და ფორმატის განსაზღვრის შემდეგ გამოცხადება.
„ციფრული ლარის პროექტი სატესტო რეჟიმში წლის ბოლომდე გაეშვება. ტექნოლოგია, დიდი ალბათობით ბლოკჩეინზე იქნება დაფუძნებული. ახლა ვმსჯელობთ, როგორ უნდა განისაზღვროს კერძო კომპანიების და ეროვნული ბანკის როლი. გვინდა რომ პროექტს ჰქონდეს კომერციული ხასიათი, ანუ ყველა მხარეს ჰქონდეს ინტერესი, რომ პროექტი განავითაროს და შემდგომ ეტაპზე გადაიყვანოს ციფრული ვალუტა“,- განაცხადა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.
ლეჟავას განმარტებით, ციფრული ლარი უფრო იაფი და სწრაფი გადახდის საშუალება იქნება და მოხსნის შუამავლების საჭიროებასაც.
ცნობისთვის, ციფრული ვალუტის შექმნაზე არაერთი ქვეყანა მუშაობს. მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკი. ამასთან, ცოტა ხნის წინ ჩინეთმა უკვე გამოუშვა იუანის ციფრული ვარიანტი.
წყარო: businessformula.ge