ციფრული ტექნოლოგიები - შესაძლებლობა თუ ბარიერი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის? 

ციფრული ტექნოლოგიები - შესაძლებლობა თუ ბარიერი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის? 

access_time2022-02-03 11:55:43



სტატია მომზადებულია გრანთ თორნთონის ბიზნესანალიტიკოსების მიერ


ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად, მცირე და საშუალო საწარმოები (მსს-ები) მიმართავენ სხვადასხვა ინფორმაციულ სისტემას, რომელიც ერთიან ფუნქციონალურ გარემოს ქმნის და მენეჯმენტს საშუალებას აძლევს მართოს ორგანიზაცია მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკებისა და სტანდარტების გამოყენებით. 


ყველაზე გავრცელებულ ინფორმაციულ სისტემებს წარმოადგენს ERP და CRM პლატფორმები. ERP სისტემის დახმარებით კომპანიას აქვს შესაძლებლობა მართოს მიწოდების ჯაჭვი და აკონტროლოს მოთხოვნები, ეფექტურად გამოიყენოს შრომითი რესურსები, ოპერატიულად მართოს საჭირო ინფორმაცია, გაანალიზოს შემოსავლები და ხარჯები. რაც შეეხება CRM-ს, აღნიშნული სისტემა კომპანიებს საშუალებას აძლევს ეფექტურად მართონ მომხმარებლებთან დაკავშირებული პროცესები, გააანალიზონ გაყიდვების მაჩვენებლები და გააკეთონ შესაბამისი დაშვებები. გამომდინარე აღნიშნული პლატფორმების ფუნქციებიდან, მათი კოლაბორაცია ნებისმიერი საწარმოსთვის შესაძლოა ეფექტური იყოს. თუმცა, ციფრული მიღწევებისა და ტრანსფორმაციების გათვალისწინებით, რამდენად ეფექტური და შესაფერისი ინსტრუმენტია მსგავსი ინფორმაციული სისტემების კომბინაცია საშუალო და მცირე საწარმოების წარმატებისა და ხარჯეფექტურობისთვის, შეფასების საგანს წარმოადგენს. 



გარკვეული ამოცანების გადასაჭრელად, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის აუცილებელი ხდება “ღრუბლოვანი” სისტემის შექმნა. ის წარმოადგენს ვირტუალურ სივრცეს, სადაც ერთიან საინფორმაციო სისტემაში გაერთიანებულია კომპანიის ან ცალკეული სტრუქტურის თანამშრომელთა საქმიანობა, რაც უზრუნველყოფს ფუნქციათაშორისი პროცესების შესრულებას. აღნიშნული სისტემები ასახავს მუდმივად განახლებად ინფორმაციას პროცესის შესრულების მსვლელობის შესახებ. 



ციფრული ტრანსფორმაციის საჭიროება და ღრუბლოვანი სისტემების ინტეგრირება ბიზნეს პროცესებში Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა საშუალო და მცირე საწარმოებისთვის. დაწესებულებათა დახურვამ და სოციალურმა დისტანციამ ბიზნეს მოდელების რადიკალური გადახედვა გამოიწვია. საერთაშორისო კვლევების შედეგად, დასტურდება, რომ მცირე და საშუალო საწარმოების 70 %-მა გაზარდა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება Covid 19-ის გამო. მიუხედავად ციფრული ტრანსფორმაციის საჭიროებისა და საწარმოების დიდი სურვილისა, გამომჟღავნდა რიგი სტრუქტურული ბარიერები, რომელთა გადალახვაც კომპანიებისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნულ ბარიერებად შეგვიძლია დავასახელოთ:


  • შიდა უნარების ნაკლებობა, რაც ესაჭიროებათ მენეჯერებსა და თანამშრომლებს, რომ ციფრული გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება და გაუმჯობესებული ბიზნეს მოდელის შექმნა შეძლონ;

  • დაფინანსებასთან დაკავშირებული სირთულეები;

  • ინფრასტრუქტურული ხარვეზები;

  • ძალიან კომპლექსური სისტემების დანერგვის ტექნიკური სირთულეები.


შესაბამისად, მნიშვნელოვანია გონივრულად იყოს შესწავლილი ზემოთ მოცემული ბარიერები, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავს წარმატებული იქნება თუ არა ციფრული ტრანსფორმაცია მსს-სთვის. ხშირ შემთხვევაში კომპანიები საჭიროებებიდან გამომდინარე, მიმართავენ აღრიცხვის სხვადასხვა სისტემებს ერთდროულად. მაგალითად, მარაგების, ბუღალტრული თუ ადამიანური რესურსების აღრიცხვის მიზნით, შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ტიპის პროგრამა, რაც უმეტეს შემთხვევაში ართულებს მათ ერთ მონაცემთა 




სისტემაში ინტეგრირებას და აფერხებს ბიზნესის საერთო შედეგებისა და განვითარების მაჩვენებლების შეფასებას. 


Როგორც სტატიის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის, პროდუქტიულობის, კონკურენტუნარიანობის, სამუშაო ადგილების შექმნისა და, ზოგადად, ინკლუზიური ზრდისთვის. მსს-ებს შეუძლიათ გაზარდონ, გააძლიერონ და შექმნან ინოვაციები მათი სასიცოცხლოციკლის სხვადასხვა ეტაპზე. თუმცა, რა თქმა უნდა, მზარდი განვითარება მარტივად არ მიიღწევა და დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, რომლებიდანაც ისევ ტექნოლოგიურ სისტემებს გამოვყოფდით. გამომდინარე იქედან, რომ კომპლექსური ERP სისტემების დანერგვისას მსს-ები ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე, აუცილებელია კომპანიისთვის უფრო მეტად მოქნილი, მარტივი და მათი ზომითი კატეგორიისთვის შესაბამისი ციფრული სისტემების არსებობა, რაც გააუმჯობესებს ბიზნესის პროცესების მართვას და გაზრდის პროდუქტიულობას. 



მსგავსი სისტემის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ვირტუალური სივრცე, პლატფორმა, სადაც ერთიანდება, იკვეთება და ე.წ. ჯაჭვური რგოლი წარმოიქმნება ინფორმაციის გაზიარების, შენახვის, სამუშაოს ავტომატიზაციისა და კომპანიის ბიზნეს პროცესების შესახებ საჭირო მონაცემების მიღებისთვის. პლატფორმამ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციისა და ბიზნეს პროცესების შედეგების იმ ფორმით მიწოდება მსს-ს მმართველი რგოლისა და თანამშრომლებისთვის, რომ სტრატეგიული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს დროულად და ადეკვატურად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ციფრული პლატფორმის დანერგვა არ უნდა იყოს დაკავშირებული დიდ დროით და შრომით რესურსებთან, რაც მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს შექმნის მატერიალური და დროითი რესურსების დაზოგვის საშუალებით. გამომდინარე იქედან, რომ ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მიმდინარეობდეს კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების მუდმივი ანალიზი და მონიტორინგი, ციფრული პლატფორმები კომპანიების წარმომადგენლებს მიაწვდის პროფესიონალი გუნდის მიერ დიდი მონაცემთა ბაზის დამუშავების შედეგად მიღებულ მუდმივად განახლებად, კონკრეტულ  ფინანსურ ინფორმაციას. 









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up