ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ სუნამოების წარმოება დაიწყო. „ციკოლიას ქვევრი“ - ასე ერქმევა დიზაინერის ქართული ბრენდით წარმოებულ პირველ სუნამოს, რომელის ფლაკონსაც ქვევრის ფორმა აქვს. სიახლის შესახებ ზვიად ციკოლიამ Facebook გვერდზე დაწერა.
„ჩემთვის ოცნების ასრულების დღე! ქართული ბრენდით პირველად წარმოებული სუნამოს ჩამოსხმა დაიწყო. „ციკოლიას ქვევრი“ მალე საქართველოს ესტუმრება“, - წერს დიზაინერი.
ქვევრის ფორმაში ჩამოსხმული სუნამოს სურნელი ფრანგმა პარფიუმერმა Anotine Lie-მ შექმნა.
სუნამო ლიმიტირებულად გამოვა, ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია.