„ციკოლია“-სგან ყველაფერ განსხვავებულს უნდა ველოდეთ. ბრენდმა თბილსში ზვიად ციკოლიას არომატების გაყიდვის შესახებ Facebook პოსტით გამოაცხადა. როგორც ირკვევა, სუნამოების შეძენა მხოლოდ შარდენის ქუჩზე მდებარე ,,ციკოლიას ბუტიკშია“ შესაძლებელი.
სამივე არომატის ფასი ერთნაირია. სუნამო 749 ლარი ღირს.
დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ სუნამოს წარმოება 2022 წლის დასაწყისში დააანონსა. „ციკოლიას ქვევრი“ - ქართული ბრენდით წარმოებული პირველი სუნამოა, რომელის ფლაკონსაც ქვევრის ფორმა აქვს. სურნელი ფრანგმა პარფიუმერმა Anotine Lie-მ შექმნა.