ციმბირული ჩიხი

ციმბირული ჩიხი

access_time2021-05-24 20:00:52

რუსეთში დღეს გაზის გათხევადების გიგანტური ტერმინალი შენდება. მისი ღირებულება 17 მლრდ. ევროს შეადგენს და სავარაუდოდ, ამ პროექტში გერმანიის სახელმწიფო მონაწილეობს.

 

პროეცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ტერმინალი მუშაობს უკვე 2023 წელს დაიწყებს. ამისთვის გიდანის ნახევარ კუნძულზე კონცერნ „ნოვატეკის“ შეკვეთით ხორციელდება მეგაპროექტი, რომელიც თავისი მასშტაბებით სკანდალურ „ჩრდილოეთ ნაკად-2“-საც კი აღემატება.

 

მაშინ, როდესაც მილსადენის პროექტი მწვავე დისკუსიების და მაღალი პოლიტიკის სუბიექტი გახდა, ტერმინალის ირგვლივ საერთაშორისო არენაზე სრული დუმილია, ისე, თითქოს ეს პროექტი არც არსებობს.

 

ამის ახსნა მარტივია - ამ საწარმოდან თხევადი გაზი არა ევროპაში, არამედ აზიაში, ძირითადად ჩინეთში წავა.

 

შესაძლოა ეს გერმანიის მთავრობის დახმარებით მოხდეს. ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საფრანგეთის საექსპორტო-საკრედიტო სააგენტო BPI პროექტის 700 მლნ. დოლარის გარანტიას აძლევს. მასში ასევე ფრანგული ნავთობგიგანტი Total-ია ჩართული.

 


ტერმინალის მშენებლობას 1 მლრდ.დოლარის გარანტიას ასევე იტალია აძლევს.

 

პროექტში ბერლინის კვალიც ჩანს  - მასში მონაწილეობს გერმანული კონცერნი Linde, რომელიც გაზის შეთხელების აღჭურვილობას აწარმოებს. გერმანიის მთავრობა მას სესხის მიღებაში დაეხმარა და 300 მლნ-ის გარანტია სესხების დამზღვევ კომპანია  Euler Hermes-ს გადაურიცხა - ამით ოფიციალური ბერლინი ამ მეგაპროექტში პირდაპირ თუ ირიბად ჩაერთო.

 

გერმანიის მთავრობის პოზიციას მწვავე კრიტიკაც მოჰყვა - ამ დღეებში კანცლერმა ანგელა მერკელმა და ეკონომიკის მინისტრმა პეტერ ალტმაიერმა ამ საკითხზე წერილი ბრიუსელიდან მიიღეს  - არა ევროკომისიის, არამედ გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის 40 „მწვანე“ ევრო დეპუტატისგან.

 

მიმართვა ასევე რომში და პარიზში გაიგზავნა და მისი ავტორები რუსული პროექტის მხარდაჭერას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ - მათი აზრით, ეს მხარდაჭერა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მის მიერ ბუნებისთვის ზიანის მიყენების გამო.

 

„პროექტი არც ევროპულ კლიმატურ პოლიტიკას და არც კლიმატის საკითხებში პარიზის შეთანხმების პირობებს არ შეესაბამება. ევროპის ქვეყნებმა ნავთობისა და გაზის სექტორში ახალი პროექტების ხელშეწყობისგან თავი უნდა შეიკავონ“ - მიიჩნევენ დეპუტატები.

 

გერმანიის ფედერალური მთავრობაში ამ საკითხზე ყოველგვარი კომენტარებისგან თავს იკავებენ - ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით კი, საკითხი განხილვის სტადიაზეა, და არანაირი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.

 

„ამ გარანტიის გაცემაზე მხოლოდ ერთი გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი - ფედერალურმა მთავრობამ ამ მავნე პროექტში ყოველგვარ მონაწილეობაზე უარი უნდა თქვას“ - მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაციის Urgewald-ის ხელმძღვანელი რეგინა რიხტერი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up