ცირკი ისევ ზარალზე - შენობა რომელიც 5 წელია ვერ გაიყიდა, შემოსავალს მხოლოდ იჯარიდან იღებს

ცირკი ისევ ზარალზე - შენობა რომელიც 5 წელია ვერ გაიყიდა, შემოსავალს მხოლოდ იჯარიდან იღებს

access_time2022-09-19 09:00:14

ცირკი ისევ ზარალზეა. სს ცირკი, რომლის საქმიანობას წარმოადგენს საშემსრულებლო ხელოვნება და საკუთარი უძრავი ქონების გაქირავება, 2021 წლის ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით 215 469 ლარის ზარალზეა. 2020  წლის მაშვენებლების მიხედვით კი ცირკის ზარალი 282 689 ლარი იყო.


გასული წლის მონაცემების მიხედვით, ცირკმა შემოსავალი მხოლოდ შენობის იჯარიდან მიღო და ის 125251 ლარს შეადგენდა, ხოლო საერთო ხარჯმა 340720 ლარი შეადგინა, სადაც ყველაზე მეტი ხელფასებზე (165944 ლარი), ცვეთაზე (74690 ლარი) და კომუნალურ გადასახადებზე (48528 ლარი) დაიხარჯა.


ცირკის აქტივები 2021 წელს 1329791 ლარი იყო, ხოლო 2020 წელს 1413521 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება კაპიტალს, ის 2021 წელს 1420000 ლარს, ხოლო 2020 წელს 1420000 ლარს შეადგენდა.



ს.ს „ცირკს“ ჰყავს 68 აქციონერი, მათ შორის „რივერ საუთ ლიმიტედი“ 74,96 %-ს, პატარკაციშვილი-ჟმოტოვა ლიანა 6,95 %-ს, პატარკაციშვილი ია 6.95 %-ს, პატარკაციშვილი ნათელა 6.95 %-ს, ჟმოტოვი ა. 2.45 %-ს, დანარჩენი 60 აქციონერი კი 1.73 %-ს ფლობს.


აღსანიშნავია, რომ პატარკაციშვილების ოჯახი თბილისის ცირკის შენობას ყიდის, თუმცა მყიდველი ობიექტს არ გამოუჩნდა. ისტორიული ობიექტი მრავალფუნქციური განვითარების პოტენციალით გასაყიდად 2017 წლის ოქტომბერში გამოიტანეს. ნეოკლასიკური, მრგვალი ფორმის 5 სართულიანი ნაგებობა, რომლის საერთო ფართი 4,750 კვ.მეტრია, პატარკაციშვილების ოჯახს ეკუთვნის, როგორც ცნობილია ცირკის სტატუსის შეცვლა არ შეიძლება, რაც აბრკოლებს პოტენციურ მყიდველს დაინტერესებისგან.


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
ცირკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up