ცნობილი კანადური ცირკი Cirque du Soleil-ი გაკოტრების პირასაა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ გაკოტრებისგან დაცვისთვის განაცხადი უკვე შეიტანეს.
„36 წლის განმავლობაში Cirque du Soleil-ი წარმატებული და შემოსავლიანი კომპპანია იყო, თუმცა პანდემიის გამო წარმოდგენების შევწყვიტეთ, რის გამოც ხელმძღვანელობამ კომპანიის დასაცავად ზომები მიიღო“- აცხადებენ კომპანიაში.
Cirque du Soleil-მა რესტრუქტურიზაციის გეგმა მოამზადა, რომლის თანახად კომპანიის 3480 (პერსონალის 90%) თანამშრომელს გაათავისუფლებენ.
imedinews.ge