საქართველოში Citroen-ის გაყიდვების დინამიკა მზარდია

საქართველოში Citroen-ის გაყიდვების დინამიკა მზარდია

access_time2022-04-07 09:25:52

გადაცემა „კომერსანტის დილი“-ს ეთერში CITROEN SAKARTVELO- მმართველმა პარტნიორმა ილია თაბორიძემ ისაუბრა


მისი თქმით, CITROEN SAKARTVELO 2018 წლიდან  სიტროენის ოფიციალური წარმომადგენელია  საქართელოში და გაყიდვების ზოგადი დინამიკა მზარდია


“2018 წლის მეორე ნახევრიდან ჩვენ, CITROEN SAKARTVELO, ფრანგული მრავალსაუკუნოვანი ბრენდის CITROEN -ის ექსკლუზიური  წარმომადგენელი გავხდით საქართველოში. იქიდან  გამომდინარე, რომ  CITROEN-ი ძალიან ეფექტური და თანამედროვე  ფრანგული ელეგანტურობით გამოირჩევა, ინტერესი ბრენდის მიმართ თავიდანვე მზარდი ტენდენციებით ხასიათდებოდა, რაც დინამიკაშიც აისახა. 


რაც შეეხება 2022 წელს, ბუნებრივია, მსოფლიოში მიმიდინარე მოვლენები ბიზნესზეც დიდ გავლენას ახდენს. მმართველი პარტნიორის თქმით, CITROEN -ისთვის უკრაინა ერთ-ერთი დიდი ბაზარი იყო, სადაც წლიურად 10 000-მდე ავტომობილი იყიდებოდა, რაც  პოსტ საბჭოთა ქვეყნებს შორის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. თუმცა, მისივე თქმით, ამ სფეროში კონკურენცია უდიდესია.


“CITROEN-ის სათავო  ოფისიც ექსტრემალურ რეჟიმში მუშაობაზეა გადასული, რადგან ომის გამო აირია ძირითადი ლოგისტიკური ჯაჭვი. ბუნებრივია ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, რომ საქართველო და ზოგადად კავკასიის რეგიონ შესაძლებელია მოიაზრებოდეს უკრაინის დროებით შემცვლელად და არც მინდა ამის თქმა, რადგან იმედი მაქვს, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში  დაუბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას.


სამომავლო პერსპექტივაში, სათავო ოფისთან განიხილება საქართველოში ჰაბის შექმნა, თუმცა  ჯერ ამაზე  საუბარი ძალიან ადრეა. ჩვენ ეკონომიკურად მყიფე და სუსტი ქვეყანა ვართ, აქ ასეთი დიდი კონგლომერატის დამკვიდრება ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა არაფერს გამოვრციხავ, - აღნიშნა ილია თაბორიძემ.


რაც შეეხება  ქართველ მომხმარებელს, ილია თაბორიძე აღნიშნავს, რომ საკმაოდ დიდია დაინტერესება CITROEN-ის მიმართ, რასაც კომპანია, თავის მხრივ, საუკეთესო შეთავაზებებით  ხვდება.


დღეს  ჩვენ ვართ  დამკვიდრების  პროცესში. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთჩვენ  მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო  ფასი და შევთავაზოთ მათზე მორგებული მომსახურების პირობები.  სიტროენის ავტომობილების ყველაზე  დიდი უპირატესობა არის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინი, ძალიან  კომფორტული ინტერიერი, მოძრაობის  განსხვავებული დინამიკა და ხელმისაწვდომი ფასი. გამომდინარე  იქიდან, რომ სიტროენი მაინც  ევროპელ მომხმარებელზეა  მორგებული, მისი სამოდელო რიგი საკმაოდ ფართოა. ქართველი  მომხამარებლის გემოვნება და მოთხოვნილება შედარებით განსხვავებულია, შეიძლება ითქვას რომ, კროსოვერები ჩვენი ძირითადი  გაყიდვის  ფლაგმანია.  ზოგადად, მსოფლიო  ტრენდი სედანის  კატეგორიის ხმარებიდან ამოღებას და კროსოვერის ხაზის  განვითარებას უჭერს მხარს.  


დღეს  CITROEN-ი  საქართველოში წარმოდგენილია  ხუთი ძირითადი მოდელით: C3, C3 Aircross, C5 Aircross, C4 , C-Elysee.  გამიჭირდება ცალსახად  იმის  თქმა თუ რომელია  ყველაზე მოთხოვნადი მოდელი, თუმცა შიდა კონკურენცია მოდელებს შორის მსუბუქად მაინც შეინიშნება. ახლო მომავალში იგეგმება როგორც კომერციული ავტომობილების დამატება ისე მსუბუქი ავტომობილების სამოდელო რიგის ზრდა “, – თქვა ილია თაბორიძემ




(R)


თეგები:
CITROEN CITROEN SAKARTVELO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up