ციურიხი გამოფენას „საქართველო - 8000 წლის მეღვინეობა“ მასპინძლობს

ციურიხი გამოფენას „საქართველო - 8000 წლის მეღვინეობა“ მასპინძლობს

access_time2022-05-11 11:30:00

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მდებარე ეთნო ღვინის მუზეუმში „Ortsmuseum Hongg“, ექვსი თვის განმავლობაში, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ქართული ღვინის კულტურასთან და ისტორიასთან დაკავშირებულ ექსპონატებს, არტეფაქტებსა და სხვა საინფორმაციო-საილუსტრაციო მასალას გაეცნოს.


გამოფენა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ციურიხში მდებარე „ქართული ღვინის გალერეის (GeoHaus GmbH) ორგანიზებით და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით იმართება.



ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით ტყემალაძის განცხადებით, აღნიშნული გამოფენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს, ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციის ზრდისთვის შვეიცარიასა და ზოგადად ევროპაში.



„შვეიცარია წარმოადგენს ევროპის ფინანსურ, ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ ცენტრს. ქალაქ ციურიხში გამოფენის „საქართველო - 8000 წლის მეღვინეობა“ გამართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის. გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები დამთვალიერებელს წარმოდგენას შეუქმნის იმ გარემოზე, სადაც ქართველები ღვინოს ათასწლეულების განმავლობაში წურავენ“, - აღნიშნა დავით ტყემალაძემ.




გამოფენა ოფიციალურად ვაზის დარგვის ცერემონიალით გაიხსნა, გამოფენის ფარგლებში, რეგულარულად გაიმართება წარდგენა-დეგუსტაციები და ღვინის პროფესიონალებთან თემატური შეხვედრები.



„უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპაში ჩვენი იდენტობის პოზიციონირება და აქტიურად წარმოჩენა, რომ ჩვენ ევროპის განუყოფელი ნაწილი ვართ. ამ თვალსაზრისით, ქართული ღვინის პოპულარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოხარული ვარ, რომ ბოლო პერიოდში, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროცესში ჩართულ კერძო კომპანიებთან ერთად, მოხდა ამ მიმართულებით გააქტიურება და ღონისძიებების განხორციელება“, - აღნიშნა საქართველოს ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციაში, რევაზ ლომინაძემ, რომელიც გამოფენის გახსნას დაესწრო.



აღსანიშნავია, რომ „Ortsmuseum Hongg“-ის სამუზეუმო სივრცეში დარგული ქართული ვაზის ჯიშები ჯიღაურას საკოლექციო მეურნეობიდან იყო შერჩეული.



„მუზეუმში, სადაც ექვსი თვის განმავლობაში სისტემატურად ჩატარდება ქართული ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციის ღონისძიებები, ადგილი დაიმკვიდრა ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობებიდან გადმოტანილმა რამდენიმე ჯიშმა: გორული მწვანე, რქაწითელი, შავკაპიტო, ალექსანდროული და სხვა. ქართული ვაზის ჯიშების შესახებ აქ წარმოდგენილი ინფორმაცია მნიშვნელოვნად წაადგება ქართული ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.



გამოფენის გახსნის ღონისძიენბაძე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ, „ქართული ღვინის გალერეის“ დამფუძნებელმა, ზვიად არაბიძემ და ციურიხის ეთნომუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ქრისტიან შორნომ.


ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

თეგები:
გამოფენა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up