CMG-სა და იტალიური ბრენდის, Marini-ს, ერთობლივი სემინარი საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის

CMG-სა და იტალიური ბრენდის, Marini-ს, ერთობლივი სემინარი საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის

access_time2023-04-03 13:13:45

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის, Construction Machinery Georgia-ს ინიციატივით, თბილისში მოდიფიცირებული ბიტუმის წარმოების შესახებ სემინარი გაიმართა. მთავარი მომხსენებელი, ინფრასტრუქტურული ტექნიკის წარმოების მიმართულებით, მსოფლიოში ლიდერი ბრენდის Marini-ს წარმომადგენელი იყო. MARINI Turkey-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე, ალიჯან ტაბაქჩი საქართველოში Construction Machinery Georgia-ს მოწვევით ჩამოვიდა.  სემინარს საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები და CMG-ს პარტნიორები ესწრებოდნენ.

 

ნიკა აბესაძე, Construction Machinery Georgia-ს დირექტორი: „MARINI-სა და CMG-ს პარტნიორობა გასულ წელს დაიწყო. უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის, Fayat group-ის წევრი კომპანია MARINI მსოფლიო მასშტაბით მოწინავე ადგილს იკავებს ასფალტისა და ცივი ასფალტის წარმოების, ასევე ემულსიისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნების მიმართულებით. ბოლო პერიოდში საქართველოშიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა მოდიფიცირებული ბიტუმი - ავტობანებზე მიმდინარე სამუშაოებში ბეტონის ნაცვლად უკვე სწორედ ასფალტს იყენებენ. ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა ჩვენ მიერ ორგანიზებული სემინარიც. გვსურდა, რომ Construction Machinery Georgia-ს პარტნიორებისა და ზოგადად, საქართველოში საგზაო-სამშენებლო სექტორისთვის ცოდნა და გამოცდილება უშუალოდ მოდიფიცირებული ბიტუმის საწარმოების მწარმოებელი პრემიუმ ბრენდის წარმომადგენელს გაეზიარებინა“.

 

კომპანია  MARINI, რომელსაც დღეისათვის 3000-ზე მეტი ასფალტის ქარხანა აქვს რეალიზებული, ინდუსტრიულ ტექნიკას, მათ შორის, მოდიფიცირებული ბიტუმის საწარმოებს ქმნის. სწორედ ამ მიმართულებით ინფორმაციის მიწოდება და იტალიური ბრენდის პროდუქტის უპირატესობების განხილვა იყო თბილისში გამართული სემინარის მიზანი.

 

საქართველოში საგზაო-სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და „რესპუბლიკაში“ მიწვეულ სტუმრებს გამოცდილება Marini Turkey-ს წარმომადგენელმა გაუზიარა.

 


ალიჯან ტაბაქჩი, MARINI Turkey-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე: „უკვე ერთი წელია MARINI წარმატებით თანამშრომლობს ქართულ კომპანიასთან, Construction Machinery Georgia-სთან. ახლა, მათთან ერთად, შესაძლებლობა მოგვეცა, საგზაო-სამშენებლო სექტორისთვის ახალი ტექნოლოგიები გაგვეცნო, რადგან ეს სფერო სულ უფრო სწრაფად ვითარდება. დღეს მოდიფიცირებული ბიტუმის წარმოებასა და საგზაო სამშენებლო პროექტებში ასფალტის გამოყენების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის გავრცელება. გვიხარია, რომ ჩვენი პარტნიორი CMG-ს მეშვეობით საინტერესო  და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა“.

 

სემინარი „თეგეტა ჰოლდინგის“ კიდევ ერთი შვილობილი კომპანიის „თეგეტა აკადემიის“ ჩართულობით გაიმართა.

 

Construction Machinery Georgia 2022 წლიდან Marini-ის ოფიციალური დილერია საქართველოში. პრემიუმ ბრენდთან თანამშრომლობით კომპანია მომხმარებელს საგზაო-სამშენებლო ციკლისთვის საჭირო აღჭურვილობის სრულ სპექტრსა და სერვისს სთავაზობს.

--

Construction Machinery Georgia-ს შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია საგზაო-სამშენებლო საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებს წარადგენს. კომპანია რეგიონის საჯარო და კერძო სექტორს ინფრასტრუქტურული და სამთო-მოპოვებითი პროექტებისთვის საჭირო ტექნიკით ამარაგებს. ბრენდებს შორისაა გერმანული LIEBHERR, ფრანგული FAYAT GROUP-ის წევრი კომპანიები BOMAG და MARINI.

 

 (R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up