CNN - „გაიცანი საქართველოს ტრადიციები, ტურისტული ადგილები და ხალხი“

CNN - „გაიცანი საქართველოს ტრადიციები, ტურისტული ადგილები და ხალხი“

access_time2021-12-16 19:00:00

საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ CNN-მა მედიაპლატფორმაზე სტატიათა ციკლი გამოაქვეყნა. CNN-ზე სტატიები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ვრცელდება. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.



„თითოეულ სტატიას CNN-ზე ერთი სლოგანი აერთიანებთ - “დაგეგმე მოგზაურობა საქართველოში.” სტატიებში საქართველოს დაცული ტერიტორიები, ღვინო და სტუმართმოყვარეობა, იმერეთი, საქართველოს ზამთრის კურორტები და ზამთრის აქტივობებია აღწერილი.


„საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა“-CNN


“იმოგზაურე და შეისწავლა საქართველოს ველური ბუნება.“-მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედია-პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვაშლოვანის, ლაგოდეხის ნაკრძალები, ბორჯომ-ხარაგაულის, თუშეთის, თბილისის ეროვნული პარკები, ჯავახეთის დაცული ტერიტორია, ბათუმთან ახლოს მდებარე ფრინველებზე დაკვირვების ადგილია აღწერილი. „თუ გსურთ ბუნებაში ჩაფლობა და ევროპაში ყველაზე საოცარი ველური ბუნების პეიზაჟების აღმოჩენა საქართველოს უნდა ეწვიოთ. საქართველოს მიმართულებით 40 ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ რეისს. აქ მოხვედრა და მოგზაურობა ასეთი ადვილი არასდროს ყოფილა.“-წერია CNN-ის სტატიაში.


„ქართული ღვინო და სტუმართმოყვარეობა“


„თითოეული სტუმარი ღვთისგან გამოგზავნილი საჩუქარია, ასეთია ქართული გამონათქვამი, რაც კარგი პირობაა მოგზაურთათვის, რომლებიც ამ აღმოუჩენელ ტურისტულ მიმართულებას ეძებენ, ეს ფრაზა კი გამყარებულია შესანიშნავი კერძებითა და ღვინით. საქართველოში სტუმართმოყვარეობა ჩვევაზე მეტია. ეს ღრმა ტრადიციაა“- ასე იწყება CNN-ის სტატია ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ.



სტატიაში მრავალფეროვანი ქართული კერძები, სუფრის ტრადიცია, თბილისის კვების ობიექტები, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულო და ღვინის 8 ათასწლოვანი ისტორიაა წარმოდგენილი.


„იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, მღვიმეები, ვენახები და გამაჯანსაღებელი კურორტები-გზამკვლევი იმერეთში“


„იმერეთი სავსეა ღირსშესანიშნაობებით, ისტორიული ადგილებით დაწყებული ვენახებით დამთავრებული. იმერეთში მოგზაურობას უმრავლესობა ქუთაისიდან იწყებს, ერთ დროს საქართველოს დედაქალაქი ახლა მეორე ქალაქია, ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში, ამ ტერიტორიაზე ადამიანი პირველად ასი ათასი წლის წინ დასახლდა. დღეს ქუთაისი ავიაკომპანია Wizz Air-ის სახლია და შედეგად ქუთაისი ევროპის მრავალ ქალაქს ადვილად უკავშირდება. ქუთაისში განვითარდა თანამედროვე კაფეები, რესტორნები და ღამის კლუბები.“-ამ ციტატით იწყებს CNN-ის სტატიას.


სტატიაში აღწერილია ქუთაისი, ბაგრატის საკათედრო ტაძარი, გელათის მონასტერი კაცხის სვეტი, სათაფლია და პრომეთეს მღვიმე.


„საქართველოს საოცარი ზამთარი, გრძელი დღესასწაულები და ჯადოსნური ზამთარი“


„ზამთარს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბევრი დღესასწაული მოაქვს, მაგრამ საქართველოში დღესასწაულები უფრო ხანგრძლივია და ის თითქმის მთელი იანვარი გრძელდება. საქართველო საუკეთესო მიმართულებაა ზამთარში დასასვენებლად, საქართველოს სამთო კურორტები დამსვენებლებს ზამთრის სპორტის უამრავ სახეობას სთავაზობს. „-წერს CNN საქართველოს სამთო კურორტების შესახებ.


სტატიაში აღწერილია გუდაური, სვანეთის სამთო კურორტები, თბილისის საახალწლო მორთულობა და რელიგიური დღესასწაულები, რომელსაც ზამთარში აღნიშნავენ.


„საქართველო ზამთრის საოცრებათა ქვეყანა“


CNN-ის კიდევ ერთი სტატია ეძღვნება საქართველოს ზამთრის კურორტებსა და ბუნებას.


„ულამაზესი ტბების, მთებისა და ხეობების სამშობლო საქართველო ძირითადად ტურისტული რადარის მიღმა იყო, თუმცა ახლა მსოფლიო ეცნობა იმ შარმს, რაც საქართველოს აქვს. ქართველი ხალხი გატაცებულია ბუნების სილამაზის შენარჩუნებით, ამავდროულად ამაყობს თავისი ქვეყნის სილამაზით და მას მოგზაურებს უზიარებს. ქართველებმა შეძლეს და ბუნება დაიცვეს, გამოაცხადეს დაცულ ტერიტორიებად და ეროვნულ პარკებად, შედეგად ასობით ათასი ჰექტარი ველური ბუნება ხელშეუხებელი გადარჩა. „-წერია CNN-ის სტატიაში, რომელიც საქართველოს ზამთრის კურორტების აღწერით გრძელდება. მესტია, გოდერძი, ბაკურიანი, ბორჯომი, გუდაური, სტეფანწმინდა-სტატიაში დეტალურად არის აღწერილი საქართველოს კურორტები, ჯავახეთის გაყინული ტბები და გურიის ტყე-პარკები.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ზამთრის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს უდიდეს მედია და სამოგზაურო პლატფორმებს მოიცავს, როგორებიცაა Conde Nast Traveler Global, Conde Nast Traveler Middle East, Time Out Magazine Middle East, Wego, CNN, National Geographic, Expedia, Vogue.


კამპანიის ფარგლებში CNN- ზე გადის საქართველოს ზამთრის კურორტების ამსახველი ვიდეო რგოლი.


კამპანია მიმდინარეობს საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისრაელში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, აშშ-ში. კამპანია ნოემბერში დაიწყო და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. https://sponsorcontent.cnn.com/int/georgia-national-tourism-administration/discover-georgia/ “ – ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები:
CNN



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up