იპოთეკის განაკვეთები კიდევ გაიზარდა ამ კვირაში და ამ ზრდის ტენდენციის შედეგად განაკვეთებმა ორ პროცენტზე მეტით აიწია მიმდინარე წელს.
Freddie Mac-ის თანახმად, 30-წლიანი ფიქსირებული განაკვეთის იპოთეკა, 5 მაისის მდგომარეობით, საშუალოდ 5,27%-ს შეადგენდა, როცა მხოლოდ 5,10% ფიქსირდებოდა ერთი კვირის წინ. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 2009 წლის შემდეგ და საკმაოდ აღემატება 2,96%-იან საშუალო მაჩვენებელს.
„იპოთეკის განაკვეთებმა ამ კვირაში ზრდა განაახლა, რადგან 30–წლიანმა ფიქსირებულმა განაკვეთმა მიაღწია უმაღლეს ნიშნულს 2009 წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა და ინფლაციური ზეწოლა გამოწვევებს უქმნის პოტენციურ მყიდველებს, ბინის ფასების ზრდა გაგრძელდება, თუმცა ზრდის შენელება უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი“, - თქვა სემ ჰათერმა, Freddie Mac-ის მთავარმა ეკონომისტმა.
ინფლაციის შეკავების იმედით, გამოაცხადა, რომ გაიზრდება ფედერალური ფონდების განაკვეთი ნახევარი პროცენტული პუნქტით, რაც ყველაზე დიდი ნახტომია 2000 წლის შემდეგ. შეხვედრის შემდეგ Fed-ის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა თქვა, რომ მოსალოდნელია მეტი ზრდა, მათ შორის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდა.
cnn.com