პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდას თვითმფრინავი ვარშავაში ავარიულად დაეშვა. დუდა ქალაქ ჟეშუვში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მიფრინავდა. პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას მომხდარის შესახებ CNN ავრცელებს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.
ინციდენტთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები არ გაკეთებულა. პოლონეთი როგორც ევროპიდან ასევე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნებიდან რუსეთთან ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად დაპირისპირებული სახელმწიფოა. 2010 წლის 10 აპრილს, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი სმოლენსკში, რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ეჭვები იმის შესახებ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა კი არა ტერაქტი იყო დღემდე არსებობს.
ევროპაში ჯო ბაიდენის ტურნე 23 მარტს დაიწყო. NATO-ს საგანგებო სამიტი უკვე გაიმართა. ასევე დაგეგმილია G7-ისა და ევროკავშირის სამიტებიც. მთავარ განსახილველ თემას ნებისმიერ შეხვედრაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრა წარმოადგენს.