ცნობილი ადამიანების სასახლეები, რომლებიც ახლა მიტოვებულია

ცნობილი ადამიანების სასახლეები, რომლებიც ახლა მიტოვებულია

access_time2022-06-19 14:48:10

ვარსკვლავები და ადამიანები, რომლებმაც ისტორია შექმნეს, უამრავ სახლებს და უძრავ ქონებას ფლობენ. შეიძლება ბევრისთვის გასაკვირი იყოს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ნაწილი მათგანი უძრავ ქონებას ვერ უვლის.

წარმოგიდგენთ მიტოვებულ ვილებს, რომლებიც თავის დროზე მილიონებად შეიძინეს, დღეს კი ისინი მოჩვენებების სამფლობელოს ჰგავს.

მოჰამედ ჰადიდის მეგა-სასახლე

უძრავი ქონების მულტიმილიონერი დეველოპერი მოჰამედ ჰადიდი, სუპერმოდელების ჯიჯისა და ბელას მამაა.

მას შემდეგ, რაც 2011 წელს მშენებლობა დაიწყო, ჰადიდი ლოს ანჯელესის ხელისუფლებასთან სასტიკ იურიდიულ ბრძოლაში ჩაერთო. საკმაოდ ამბიციურმა პროექტმა უამრავი წინააღმდეგობა გამოიწვია მისი მასშტაბებისა და მდებარეობის გამო. ჰადიდი 14000 კვადრატული ფუტის ფართობის სასახლის აშენებას აპირებდა, მაგრამ 2014 წლისთვის ქონება ზომით მნიშვნელოვნად გაიზარდა, თან საჭირო ნებართვის გარეშე.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გააუქმეს სამშენებლო ნებართვა. ამბობენ, რომ ჰადიდმა მესამე სართული ლიცენზიის გარეშე დაამატა. ლოს-ანჯელესის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ზომების მიღება და ჰადიდს მიესაჯა 200 საათი საზოგადოებრივი შრომა უკანონო მშენებლობისთვის.

ქონება 10 წლის განმავლობაში დაუმთავრებელი და მიტოვებული იყო. სასახლე უძრავი ქონების ბაზარზე 2021 წლის იანვარში 8,5 მილიონ დოლარად გამოიტანეს რაც უზარმაზარი ზარალია, იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონების მაგნატი მის გაყიდვას 100 მილიონ დოლარად გეგმავდა. მყიდველის ვერ პოვნის შემდეგ, ფასი საბოლოოდ 5,5 მილიონ დოლარამდე შემცირდა. დანგრეული სახლი 2021 წლის დეკემბერში Sahara Construction-მა იყიდა.

Daily Mail-ის უახლესი ცნობების თანახმად, ის ახლა მთლიანად გასწორებულია მიწასთან.

სტივ ჯობსის დანგრეული სასახლე კალიფორნიაში

Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ჯობსმა 1984 წელს იყიდა ჯეკლინგის სახლი კალიფორნიაში, ვუდსაიდში.

სახლი დააპროექტა გამოჩენილმა არქიტექტორმა ჯორჯ ვაშინგტონ სმიტმა და აშენდა 1925 წელს სპილენძის მომპოვებელი მაგნატისთვის დანიელ კოუან ჯეკლინგისთვის.

ჯობსს სახლი უყვარდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, 2000 წლიდან სახლი ცარიელი დარჩა და ჯობსმა სიცოცხლის ბოლო წლები სასახლის დანგრევის მოთხოვნაში გაატარა. ამჟამად, 35-ოთახიანი სასახლის წარსული ბრწყინვალება მხოლოდ ფოტოებზე ჩანს.


ჯობსმა საბოლოოდ მოიგო ბრძოლა და სასახლე დაანგრიეს 2011 წელს, მაგრამ Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა წააგო ბრძოლა პანკრეასის კიბოსთან და რვა თვის შემდეგ გარდაიცვალა.

ლაიზა მინელის ბავშვობის სახლი

1925 წელს აშენებული და შემდგომში ჰოლივუდის რეგენტის ცნობილი არქიტექტორის, ჯონ ელგინ ვულფის მიერგადაკეთებული ესპანური აღორძინების სასახლე ლოს-ანჯელეს ბევერლი ჰილზში, 1950-იანი წლების შუა ხანებში ოსკაროსანმა რეჟისორმა ვინსენტ მინელმა იყიდა​. ბავშვობაში ყოფილი წყვილის ქალიშვილი, ლიზა, დიდ დროს სახლში ატარებდა.

ცნობილი ადამიანების ბავშვობის სახლი Crescent Drive-ზე ოდესღაც მდიდრულად იყო მორთული. როდესაც ცნობილი რეჟისორი 1986 წელს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, სახლი ლაიზას დარჩა.

სანამ ლაიზა სახლს გადაიფორმებდა, მისტერ მინელის ნებართვით მასში ლაიზას მამის მეოთხე ცოლი ცხოვრობდა. შეთანხმება კარგად მუშაობდა 2000 წლამდე, სანამ ლაიზამ ქონების გაყიდვა გადაწყვიტა. ლის შესთავაზეს ბინა, მაგრამ მან გადასვლაზე უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ ქონება 2022 წელს გაიყიდა, ყოფილ მეუღლეს სახლი არ დაუტოვებია.

სახლი გაფუჭდა, რამაც 2014 წელს იქ მიიპყრო ურბანული მკვლევარის ადამ ვუს ყურადღება.

მაიკლ ჯექსონის “ნევერლენდის“ რანჩო

მაიკლ ჯექსონმა “ნევერლენდი“ 1988 წელს, დაახლოებით 19,5 მილიონ დოლარად შეიძინა.

ჯექსონმა იქ საკუთარი გასართობი პარკის შექმნა დაიწყო. მომღერალს იქვე ჰქონდა ორი რკინიგზა და სადგური, ზოოპარკი და მრავალი გასართობი ატრაქციონები. ჯექსონი რანჩოზე ბრწყინვალე ღონისძიებებს მასპინძლობდა.

ხშირად იწვევდა ბავშვებს, ზოგჯერ მშობლების ან კანონიერი მეურვეების გარეშე. ჯექსონის საქციელმა ეჭვები გააჩინა. ნევერლენდი პოლიციამ გაჩხრიკა და მალევე მომღერალს ბრალი წაუყენეს ბავშვზე ძალადობაში.

ჯექსონი საბოლოოდ გაათავისუფლეს, მოუხსნეს ყველა ბრალდება. ამასთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი Leaving Neverland გადაიღეს. ვალებში ჩაძირული, შერცხვენილი მომღერალი იბრძოდა ქონების შენარჩუნებისთვის იბრძოდა, მაგრამ Neverland Ranch 2006 წელს დაიხურა.

Neverland-ის ძირითადი აქციები 22,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. საკამათო სახლი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენჯერმე იქნა გასაყიდად გამოტანილი, მაგრამ მსურველი არავინ გამოჩნდა.

მაიკ ტაისონის მიტოვებული სასახლე

ყოფილმა ჩემპიონმა, მოკრივემ დიდებული სასახლე ოჰაიოში 1989 წელს 300 000 დოლარად შეიძინა. 25000 კვადრატულ ფუტზე გაშენებული სახლი 1979 წელს ადგილობრივი პოლიტიკოსის ტედ ვანელის მიერ აშენდა, რომელიც მოგვიანებით კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს.

1992 წელს ტაისონმა ციხეში სამი წელი გაატარა. 1995 წელს გათავისუფლების შემდეგ, მოკრივე საცხოვრებლად საკუთრებაში დაბრუნდა. ვალების გამო მან 1999 წელს ქონება ინფორმაციულ ბიზნეს მაგნატ პოლ მონეას 1.3 მილიონ დოლარად მიჰყიდა.

ქონების ყოფილი მფლობელების მსგავსად, მონეაც დააპატიმრეს, სასახლე კი ჩამოართვეს. 2010 წელს სახლი კიდევ ერთ აუქციონზე გაიყიდა.

ქონება 2014 წელს გადაეცა Living Word Sanctuary ეკლესიას და ახლა ემსახურება როგორც რელიგიური საზოგადოების ბაზას.

წყარო: loveproperty.com,  "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up