ქართული მოდა ბოლო დროს განსაკუთრებული წარმატებით ვითარდება, ქართველმა დიზაინერებმა სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვეს, ზოგიერთი მათგანი კი, ჰოლივუდის ვარსკვლავებსაც აცმევს. “კომერსანტი“ დაინტერესდა, ქართველი დიზაინერებიდან ვინ ქმნის ყველაზე ძვირადღირებულ ტანსაცმელს და აქსესუარებს და რა ღირს მათი ნამუშევრები.
დემნა გვასალია
დემნა გვასალია VETEMENTS-ის დამფუძნებელი და ფრანგული მოდის სახლ “ბალენსიაგას“ სამხატვრო ხელმძღვანელია, აღნიშნულ ამპლუაში დემნას დებიუტი 2016 წლის პარიზის მოდის კვირეულზე შედგა.
ბოლო გახმაურებული მოდელი, რომელიც დემნამ Balenciaga-ს ბრენდის ქვეშ შექმნა Paris Sneaker-ია, რომელსაც სოციალურ ქსელში, როგორც დემნას სხვა მოდელებს, დიდი გამოხაურება მოჰყვა, ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით ფეხსაცმლის ღირებულება 625 დოლარია და ის მცირე კოლექციით – სულ 100 წყვილით არის წარმოდგენილი.
დემნას კიდევ ერთი გახმაურებული ნამუშევარი ფეხსაცმელია, რომელიც ძალიან ჰგავს ცეკვის ჩუსტებს, მისი შეძენა Farfetch-ზე სუ რღაც 705 დოლარად არის შესაძებელი და მომხმარბელს არჩევანის გაეთება 4 ფერს შორის შეუძლია.
შოთა, ვაჟა, გალაკტიონი — ეს იმ ქართველი პოეტების ჩამონათვალია, რომელთა სახელებიც Vetements-ის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან ახალი ჯინსის ქურთუკზე გამოჩნდა.
გინდათ იცოდეთ, თუ ვის ეკუთვნის ეს სახელები? — წერია Demna Gvasalia Daily-ის ინსტაგრამ გვერდზე და იქვეა განმარტებაც, რომ შოთა რუსთაველი მსოფლიოში სახელგანთქმული პოემის, ვეფხისტყაოსნის ავტორია, ვაჟა-ფშაველა გამოჩენილი ქართველი პოეტი, რომელმაც ქართული ლიტერატურის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ხოლო გალაკტიონ ტაბიძე მეოცე საუკუნის გამორჩეული პოეტი იყო, რომლის შემოქმედებაც სხვა მწერლებზეც განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა.
ჯინსის ქურთუკის შეძენა ონლაინ მაღაზიაში 2 735 გირვანქა სტერლინგი ღირდა, დღეისათვის კოლექცია მთლიანად გაყიდულია.
შეიძლება ითქვას, რომ დემნას პროდუქცია ერთ ერთი ყველაზე ძვირადღირებულია, მისი დიზაინით შექმნილი ტანსაცმელები ისეთმა ვარსკვლავებმა მოირგეს, როგორიცაა რიანა, ელიოტ პეიჯი, იზაბელ იუპერი, ტრეის ელის როსი, მიკაელა კოელი, კიმ კარდაშიანი.
დემნას შექმნილი ტანსაცმლის, ფეხასცმლის და ჩანთების ფასი რამდენიმე ასეულიდან იწყება და რამდენიმე ათასეულსაც კი აღწევს.
დემნა გვასალია ჯერ კიდევ 2009-2013 წლებში Maison Margiela-ს ქალის ტანსაცმლის მთავარი დიზაინერი იყო, წლების განმავლობაში მუშაობდა Luois Vuitton-თან, რამდენიმე წლის წინ კი შექმნა საკუთარი ბრენდი სახელად - Vetements, რომელიც ძალიან პოპულარულია და ბევრ ცნობილ ადამიანსაც აცვია.
დევიდ კომა
დევიდ კომას, იგივე დავით კომახიძეს ინგლისში კარგად იცნობენ, ქართველი დიზაინერი დიდ ბრიტანეთში პეტერბურგიდან მოხვდა. მას წარმატება central saint martins fashion college-ში საუკეთესო კოლექციის წარდგენამ მოუტანა.
დღეს დევიდ კომას ტანსაცმელს ისეთი ვარსკვლავები ატარებენ, როგორიცაა ბიონსე, კაილი მინოუგი, რიანა და ლედი გაგა. კომას მომხმარებლები არიან მოდის კრიტიკოსებიც, თუმცა მას განსაკუთრებული პოპულარობა ბიონსეს MTV - ს ცერემონიალზე კომას კაბით გამოცხადებამ მოუტანა.
დევიდ კომას მიერ შექმნილი კოქტეილის კაბები საშუალოდ 800-იდან 1500-მდე , საღამოს კაბები და პიჯაკები 2000 ევრომდე ღირს.
2017 წელს ლონდონის მოდის კვირეულზე შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში კომამ ქართული მოტივები შეიტანა, მის სამოსში ადვილი ამოსაცნობია ნაბდის სილუეტი და ზოგადად, ქართული შტრიხები.
ანუკი არეშიძე
ბრენდი ANOUKI დიდი წარმატებით სარგებლობს. ბრენდის მთავარი დიზაინერი, თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძეა. ANOUKI ძირითადად ქსოვილებისა და ფერების მოულოდნელი შეხამებით არის ცნობილი, გარდა ამისა, ANOUKI-ს კოლექციის უმეტესობაში ყოველთვის არის დამალული მოულოდნელი დეტალი, რომელიც ქალებს აღფრთოვანებას ანიჭებს. ANOUKI არის პირველი ქართული ბრენდი, რომელიც მოხვდა მილანის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში. ANOUKI ყოველწლიურად წარმოგიდგენთ 4 სეზონურ კოლექციას.
ANOUKI-ის კოლექციიდან გულების ფორმის პრინტით გაფორმებული თეთრი კაბა, ნეტფლისქსის ცნობილი სერიალის Emily in Paris გმირს აცვია. აღნიშნული კაბა დღეს უკვე გაყიდვაში არ არის.
ანუკის ბრენდის ქვეშ შექმნილი ფეხსაცმელები 1700 ლარიდან იწყება და 2400 ლარამდე ადის, საღამოს კაბების ფასი 1200-დან 4500 ლარამდე მერყეობს. ანუკის კოლექციაში ასევე ქალის ქვედაბოლოებს, ქურთუკებს, მაისურებს და ბოდეებს შევხვდებით.
ავთანდილი
ავთანდილი საქართველოში 90-იან წლებში გამოჩნდა, მიუხედავად 90-იანების სიდუხჭირისა, ის ახალი კოლექციების შექმნას ახერხებდა. ავთანდილი ხშირად იღებს პარიზის მოდის კვირეულებში მონაწილეობას. როგორც სხვადასხვა მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, ავთანდილი ტანისამოსს ნებისმიერი სოციალური ფენისთვის ქმნის და მისი ტანსაცმლის შეძენა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასადაც არის შესაძლებელი, თუმცა მის კოლექციაში არის ისეთ ტანსაცმელებიც, რომელიც რამდენიმე ათასიც კი ღირს.
ერთ-ერთი ასეთია ავთანდილის კაბა, რომელიც სოფო ნიჟარაძეს „ქეთო და კოტეში“ ეცვა, ამბობენ რომ კაბა 30 000 ლარად შეკერა.
ჯაბა დიასამიძე
ჯაბა ყოველთვის ელეგანტურ კაბებს ქმნის, მისი ჩვენებები მხატვრული ხასიათით, გემოვნებიანი მუსიკითა და საინტერესო ლოკაციით გამოირჩევა.
მისი კოლექცია უკვე თითქმის ყველა ვარსვკლავმა მოირგო, მათ შორისიყვნენ ადრიანა ლიმა და ანჯელინა ჯოლი, რომლის გარდერობში ჯაბას ქუდი აღმოჩნდა.
თაკო კვაჭანტირაძე