ცნობილი „მარკო პოლოს“ ადგილზე ბანკი იხსნება. ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა გარე ფასადიდან ადვილად მისახვედრია, რომ ერთ დროს პოპულარული და ბევრისთვის საყვარელი რესტორნის ადგილზე TBC ბანკი დაიდებს ბინას.
თბილისში, რუსთაველის გამზირის #44-ში მდებარე რესტორანი „მარკო პოლო“ წლების წინ დაიხურა, ფართი კი ქირავდებოდა. როგორც „კომერსანტს“ რესტორნის ფართის მფლობელმა, ელენე დავითაიამ 2 თებერვალს უთხრა, „მარკო პოლო” ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებისას დაიკეტა, თუმცა რუსთაველის #44 ნომერში მდებარე ფართი გაქირავდა. მაშინ ელენე დავითაიამ არ დაასახელა ვის მიქირავდა ფართი. თუმცა „კომერსანტის“ მიერ მოპოვებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ ყოფილი „მარკო პოლოს ადგილის მფლობელი TBC ბანკია.