„თბილისი ენერჯი“ უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს - CO-თი ხალხი მაინც იწამლება. სად არის გამოსავალი?

„თბილისი ენერჯი“ უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს - CO-თი ხალხი მაინც იწამლება. სად არის გამოსავალი?

access_time2021-12-27 15:00:33

სახლის გათბობისა და წყლის გამაცხელებლად დღემდე ბევრი ადამიანი იყენებს გაზის „მკვლელ მოწყობილობებს“. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, არის შემთხვევები, როცა გაზის ქსელიდან ჩაჭრილ მოწყობილობებს მოქალაქეები თვითნებურად აერთებენ, რის გამოც ხალხი იწამლება და განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე ლეტალური შედეგები შეიძლება გახშირდეს. მართალია, ,,თბილისი ენერჯის“ ტექნიკური სამსახური ირწმუნება, რომ უსაფრთხოების მიმართულებით ზომები გამკაცრებულია, ამას ადასტურებს ენერგოომბუდსმენიც, თუმცა სპეციალისტების ნაწილი საწინააღმდეგოს ამტკიცებს.



ისინი ამბობენ, რომ კომპანიასა და მომხმარებელს შორის კომუნიკაცია მინიმალურ დონეზეც არ არის.



ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული  უბედური შემთხვევების გახშირებაზე აკეთებს აქცენტს  ,,სწრაფი რეაგირების სამსახური 114 -ის“ უფროსი ირაკლი დეკანოიძე, რომელმაც საფრთხეებსა და პრევენციის გზებზე  ორშაბათს, 27 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.



,,მთავარი პრობლემა არის უსაფრთხოება და გაქირავებული ბინების საკითხი, ბოლო ხანებში გაზის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა ქალბატონი მცირეწლოვან შვილთან ერთად, ასევე დაიღუპა 22 წლის გოგონა. ორივე შემთხვევა იყო ღია წვის კამერიანი გაზით - ,,მკვლელი“ დანადგარით, რომლის გამოყენება დახურულ სივრცეში სიკვდილს იწვევს. მოვუწოდებთ ყველას, არ გამოიყენონ ასეთ დანადგარები, ხოლო როცა მას ჩვენი თანამშრომლები ჩაჭრიან, თვითნებურად არ მოახდინონ დაერთება. მეორე სიტუაციაა, როცა ხდება გაზის მილების ღია მდგომარეობაში დატოვება, რაც უბედური შემთხვევით ან მატერიალური დანაკარგით მთავრდება. ასეთ სიტუაციაში, მოვუწოდებთ ყველას, როგორც კი იგრძნობენ გაზის სუნს,  შეგვატყობინონ, მოქალაქეებს ჩვენი ჯგუფები უმოკლეს ვადაში უფასოდ მოემსახურებიან. სამწუხაროდ, განსაკუთრებით გაქირავებული ბინების პრობლემაა, სადაც არის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარები. ვინც ბინის დაქირავებას აპირებს, მოგვმართონ ცხელ ხაზზე და ასევე უფასოდ მოვემსახურებით - უსაფრთხოებაზე დანადგარს ჩვენი თანამშრომლები შეამოწმებენ. ეს შეამცირებს უბედური შემთხვევების რისკს“, - განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.



გაზის მოხმარებისა და უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით ნორმატიული აქტები მზადდება, თუმცა ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ფიქრობს, რომ კანონმდებლობასთან ერთად, მნიშვნელოვანია სამომხმარებლო ცნობიერების ზრდა, რა მიმართულებითაც ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2019 წლიდან მუშაობა გააქტიურებულია.




,,გაზი არის უკომპრომისო და მასთან არ შეიძლება იმ წესების უგულვებელყოფა, რასაც სპეციალისტები მოითხოვენ. გვაქვს რისკის ზონები, განსაკუთრებით ძველი სახლები, სადაც კუსტარულად მოწყობილი დანადგარებია, ასევე გაქირავებული ბინები განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველია. თვითონ ქსელიც არის არასწორად დამონტაჟებული, რაც იწვევს გაჟონვის საფრთხეს, რომელიც მომხმარებელმა შეიძლება ვერც შეამჩნიოს. ეს არის გამაცხელებლები და გამათბობლები, რომლებიც არ უნდა მოვიხმაროთ. დედაქალაქის მასშტაბით ,,თბილისი ენერჯიმ“ დიდი მუშაობა გასწია, რათა კონტროლი გაეძლიერებინა, მაგრამ 100%-ით რისკს ვერ მოვხსნით, თუ მომხმარებელი თვითონ არ გამოიჩენს ინიციატივას. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ და თუ აქვთ ასეთი დანადგარები, შეცვალონ ან საავარიოს მიმართონ, როგორც კი რაიმე საფრთხეს იგრძნობენ“, - აღნიშნა ენერგოომბუდსმენმა.



მისი ინფორმაციით, ახალი კორპუსების შემთხვევაში პრობლემა მოხსნილია, რადგან მშენებელს აქვს ვალდებულება უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ქსელი გამართული და დეტექტორებით აღჭურვილია. თუმცა სამუშაოები დარჩა ძველ კორპუსებში და ძველ ქსელებში.



გაზის მეურნეობის სპეციალისტი ,,ყაზტრანსგაზ თბილისის“ (ამჟამად ,,თბილისი ენერჯი“) ყოფილი თანამშრომელი სოსო სიმონიშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ  გამათბობლების ხარისხს რეალურად არავინ ამოწმებს. არც ხალხი ინტერესდება ტექნიკის გამართულობით და ასეთ არასწორ დამოკიდებულებას მოქალაქეები ეწირებიან. პრობლემას სიმონიშვილი კონტროლის სისუსტეს უკავშირებს.



,,თავის დროზე ,,ყაზტრანს გაზმა“, შემდეგ უკვე ,,თბილისი ენერჯიმ“, შეიმუშავეს მუშაობის ისეთი სქემა, რომ საერთოდ არ ჰქონდეს შეხება მომხმარებელთან. კარს იქით არის აბონენტის ტერიტორია, სადაც გაზის თანამშრომელი არ შედის. ამან კომპანიას საშუალება მისცა, რომ კადრების დიდი ნაწილი გაეთავისუფლებინა. სანამ უბედურება არ მოხდება, გაზის სპეციალისტები ოჯახებში არ შედიან.  ადრე ამ დანიშნულებას ასრულებდა ინკასატორი, ამათ კი მრიცხველები გამოიტანეს გარეთ, აბონენტთან კომუნიკაცია ფაქტობრივად არ არის.  მთელ ქალაქში გათბობის სეზონის წინ გეგმური შემოწმება აუცილებლად უნდა კეთდებოდეს. აუცილებლად უნდა მივიდეს ტექნიკური მუშაკი და შემოწმდეს, გათბობის რა საშუალებას იყენებენ და რამდენად უსაფრთხოა. მართალია, ,,თბილისი ენერჯის“  წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ აბონენტებთან წელიწადში 2-3-ჯერ შედიან, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის“, - აცხადებს სიმონიშვილი.



მისი თქმით, წელს დიდი ალბათობაა, რომ CO-თი მოწამვლის ფაქტები გახშირდეს. რაც შეეხება პრევენციის ზომებს, სოსო სიმონიშვილის თქმით, კონტროლი გასაძლიერებელია, თუმცა ბევრი რამ ასევე მომხმარებლის ქცევაზეა დამოკიდებულიო, რომ უსაფრთხოების წესები დაიცვას.  



„გაზს რომ გაიყვანს ოჯახი, ტექნიკური მუშაკი უნდა მივიდეს და დაათვალიეროს, რამდენად უსაფრთხო გარემოა. ოჯახში აარჩიოს ერთი წევრი, ვინც ტექნიკურად უფრო ინფორმირებულია, ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს, მისცეს კონტაქტები და ჩააბაროს გაზის სისტემა, ამასთან, მუდმივად იყოს კონტაქტში. გარდა ამისა, გეგმურ შემოწმებაზე ტექნიკური მუშაკი დროდადრო უნდა დადიოდეს. 2008 წელს კორუფციის საბაბით ატყდა სკანდალი დააპატიმრეს ათობით ადამიანი, ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მთელი სისტემა, როგორც ხდებოდა იმ პერიოდში. შეიძლება კორუფცია იყო, როგორც ითქვა, მაგრამ ყველა რომ დააპატიმრო და სამსახური გააუქმო, არაფერი აღარ დარჩება. იმან გამოიწვია, რომ 2008 წელს გაუქმდა კანონი ,,ტექნიკური უსაფრთხოების შესახებ“, ამ კანონის აღმასრულებელი ორგანიზაცია და შედეგად მივიღეთ ის მოცემულობა, როცა ყველას შეუძლია, რაც უნდა ის გააკეთოს. უსაფრთხოების უგულვებელყოფა როგორ შეიძლებოდა! ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც უბედური შემთხვევები გახშირდა.  ხალხს ისღა დარჩენია, გაზის დეტექტორები თვითონ იყიდოს და მიაქციოს ყურადღება. სავენტილაციო და გაზის სისტემები შეამოწმოს წინასწარ, ფანჯარას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სარკმელი და არასდროს არ უნდა იხურებოდეს. ასეთ შემთხვევაში რომც საერთოდ გადაიხსნას მილი, არც მოწამვლა მოხდება და არც - აფეთქება, მთავარია, ოთახი ნიავდებოდეს“, - განმარტავს სოსო სიმონიშვილი ,,კომერსანტთან“.



შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს გაზი აფეთქდა ვაზისუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, რის გამოც ადამიანებმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს და ფინანსური დანაკარგიც განიცადეს.



გარდა ამისა, CO-თი ინტოქსიკაციით ამ რამდენიმე დღის წინ დიდუბეში 22 წლის გოგონა დაიღუპა. უფრო ადრე ახალგაზრდა დედა მწირეწლოვან შვილთან ერთად. ეს მხოლოდ ბოლო 1 თვის სტატისტიკაა. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა შემთხვევაში დანადგარები დარღვევით იყო დამონტაჟებული. 



მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up