Coca-Cola ბრენდის ერთგული მომხმარებლებისთვის ColaPhone სმარტფონს ამზადებს. ცნობილმა ქსელის ანალიტიკოსმა ფსევდონიმით Ice Universe-მა ColaPhone-ის ფოტოები გამოაქვეყნა.
ColaPhone-ს ქეისი Coca-Cola-ს კორპორაციულ ფერებში და ლოგოთია წარმოდგენილი. ორგანყოფილებიანი კამერა სმარტფონის უკანაა განთავსებული. სმარტფონს ასევე ექნება LED განათება.
თუ ფოტოს მიხედვით ვიმსჯელებთ, ColaPhone განახლებული realme 10-ია. Ice Universe-ი მოწყობილობის პარამეტრებს არ ამჟღავნებს. ასევე უცნობია გამოშვების თარიღი და ფასი. არ არის გამორიცხული, მოწყობილობა, ბრენდის ყველაზე ერთგული მომხმარებლებისთვის, შეზღუდული რაოდენობით იქნას წარმოებული.
Coca-Cola-ს სხვა მწარმოებლებთან თანამშრომლობით გაჯეტების გამოშვების გამოცდილება აქვს, საუბარია მაცივრებზე, ჯოისტიკებზე, ყურსასმენებზე, პორტატიულ დინამიკებსა და კლავიატურაზე.