Coca-Cola-ს რუსეთის ოპერატორი კომპანია ალტერნატივას ეძებს

Coca-Cola-ს რუსეთის ოპერატორი კომპანია ალტერნატივას ეძებს

access_time2022-02-22 20:30:00

Coca-Cola HBC-მ, რომელიც რუსეთში ოპერირებს, განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის განცხადების შემდეგ, ადრეულ ვაჭრობაზე მისი აქციები 7%-ით დაეცა. თუმცა რუსეთ-უკრაინის კრიზისის ესკალაციისთვის კომპანიას საგანგებო პრევენციული გეგმები აქვს, რა გაკვეთილიც მან 2014 წლის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამოცდილებიდან ისწავლა.



Coca-Cola HBC განიხილავს ინგრედიენტების მომარაგებას, რომ რუსეთში რაიმე შეფერხება თავიდან აირიდოს მას შემდეგ, რაც მოსკოვის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარების გამო, დასავლური ქვეყნები ახალი სანქციებით დაემუქრნენ.



Coca-Cola HBC მსოფლიოში კომპანია Coca-Cola-ს ერთ-ერთ ბოთლერი, ანუ ჩამომსხმელია. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ლისტირებული Coca-Cola HBC ევროპის 29 ქვეყანაში, აფრიკასა და რუსეთში ოპერირებს. კომპანია რუსეთსა და ნიგერიას თავის ორ უდიდეს ბაზრად მიიჩნევს. გამაგრილებელი სასმელების ჩამომსხმელი კომპანიის წლიური მოგების ზრდა, გარკვეულწილად, რუსულმა ბაზარმა განაპირობა.



„ჩვენ ყველა გაუთვალისწინებელი სცენარისთვის მზად ვართ, მათ შორის, გვაქვს ალტერნატიული წყარო, რომ რაც არ უნდა მოხდეს, სწრაფად ვიმოქმედოთ,“ - განუცხადა Reuters-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზორან ბოგდანოვიჩმა.




მისი თქმით, Coca-Cola HBC-ის თავის ბაზრებზე მარაგების აუცილებელი დონე აქვს, რომ ნებისმიერი შეფერხება აირიდოს.



Coca-Cola HBC-ის წლიურმა მოგებამ გაანადგურა ბაზრის მოლოდინს გადააჭარბა, რაც დაბალი შემცველობის შაქრისა და ენერგეტიკულ სასმელებზე მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა. ამასთან, COVID შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, მეტი ადამიანი სადილობდა გარეთ.



კომპანია ამერიკულია გიგანტის, Coca-Cola-ს გამაფრილებელი სასმელების ჩამოსხმა-გაყიდვისთვის ადგილობრივ ფრენჩაიზებს ფლობს. მისი სათაო ოფისი შვეიცარიაშია, რომელშიც თავად ამერიკელების წილი, დაახლოებით 23%-ია.



Coca-Cola HBC-ის მონაცემებით, 31 დეკემბერს დასრულებული წლის საოპერაციო მოგება, თითქმის, 24%-ით გაიზარდა და 831 მლნ ევროს (939 მლნ დოლარს) მიაღწია, რამაც კომპანიის 797,6 მლნ ევროს პროგნოზს გადააჭარბა. ბიზნესის აღდგენის ყველა ძირითადმა მაჩვენებელმა პანდემიამდელ დონეს გადააჭარბა. თუმცა კომპანია ინფლაციურ წნეხს წააწყდა.



Coca-Cola HBC-ის მონაცემებით, განვითარებადი ბაზრებიდან შემოსავალი, მუდმივ ვალუტაშ, 27%-ით გაიზარდა. ნიგერია, რუსეთი და უკრაინა ძლიერ იმპულსს ავლენენ. კომპანიის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა, ბენ ალმანზარმა რუსეთთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კომპანია ნედლეულის ალტერნატიულ წყაროს განიხილავს.



წყარო: BPN.GE




თეგები:
Coca-Cola



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up