საქართველოში გაზიან და გამაგრილებელ სასმელებში შემოსავლებით და მოგებით პირველ ადგილს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” იკავებს, რომელმაც 2021 წელს გაყიდვები 87 მილიონი ლარით, 284 მილიონამდე გაზარდა.
მეორე ადგილზე „პეპსიკოს“ ბრენდების მწარმოებელი „იბერია რეფრეშმენტსია”, 2021 წელს კომპანიამ 89 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2020 წელთან შედარებით 45 მილიონი ლარით მეტია.
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” 2021 წლის მონაცემებით, 322,8 მლნ ლარის აქტივი და 167 მლნ ლარის საკუთარი კაპიტალი აქვს. კომპანიის მთლიანი მოგება 68 მლნ ლარი იყო, 2021 წელს კი 50.7 მლ ლარი.
კომპანიის მოგება 19.3 მლნ ლარი იყო,რაც 6 მილიონით მეტია 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით. „პეპსიკოს“ რეალიზებული საქონლის ღირებულება კი 69.7 მლნ ლარი იყო. კომპანიის აქტივები 45 მლნ ლარია, კაპიტალი კი მინუს 7.2 მლნ ლარი. კომპანიას აქვს 52.3 მლნ ლარის ვალდებულებები.