ცოფით ინფიცირების რისკებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ცოფით ინფიცირების რისკებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

access_time2023-03-13 15:00:16

„საქართველოში გარეული და მიუსაფარი ცხოველებიდან შინაური ცხოველების ცოფით ინფიცირების რისკის შეფასების“ პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ  წარმოდგენილი  რეკომენდაციები სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

აღინიშნა, რომ  ვეტერინარული რისკების შეფასების ინიცირების პროცედურების განხილვისას,  სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ   პრიორიტეტულად   დაავადება ცოფით ინფიცირების რისკები მიიჩნია (ცოფი ცხოველებსა და ადამიანებში მწვავე მიმდინარეობით და  100%-იანი ლეტალობით ხასიათდება). 

„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება სხვადასხვა ინფექციური დაავადების, მათ შორის ცოფის  საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია, რასაც  სახელმწიფო ფერმერებს უსასყიდლოდ  სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები, 2013 წელთან შედარებით, 70%-მდე შემცირდა, თუმცა, ამ დაავადების სრულად აღმოფხვრა მსოფლიოს გამოწვევაა და ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო ორგანიზაციების  დღის წესრიგს”, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ  ვასილ ბასილაძემ.

მონაწილეებმა  დისკუსიის რეჟიმში განიხილეს ინფიცირების და დაავადების პრევენციის საკითხები, იმსჯელეს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე, რომლებიც  ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) სამეცნიერო ანგარიშის (ევროკავშირში ცოფის მონიტორინგისა და ჰარმონიზებული სქემების შემუშავება) საფუძველზე მომზადდა და, დაავადებების სრულად აღმოფხვრის მიზნით, რეგიონულ დონეზე მოსაზღვრე ქვეყნებთან ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას გულისხმობს.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული და ჩართულ მხარეებთან  შეჯერებული ვერსია, შემდგომი აღსრულებისათვის წარედგინება სურსათის ეროვნულ სააგენტოს;  განისაზღვრა იმ უწყებების ჩამონათვალი , რომლებიც პასუხისმგებელნი  იქნებიან შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებაზე. 


შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლები.

 

2015 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (OIE)  ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ფარგლებში მიზნად დაისახეს, რომ 2030 წლისათვის მსოფლიოში  ნულამდე იქნეს დაყვანილი ძაღლიდან ადამიანზე ცოფის ვირუსის გადაცემის შემთხვევები. საქართველოც უერთდება ამ გამოწვევას, შესაბამისად აღნიშნულ ეტაპზე

 

მნიშვნელოვანია ცოფის რისკის შეფასება გარეული და მიუსაფარი ცხოველებიდან და შემდგომ არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up