ComCom აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების დამოუკიდებელი პლატფორმის თავმჯდომარედ აირჩიეს

ComCom აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების დამოუკიდებელი პლატფორმის თავმჯდომარედ აირჩიეს

access_time2022-12-28 15:20:47

აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების დამოუკიდებელი პლატფორმის (EaPeReg) მე-20 პლენარულ სხდომაზე, 2023 წლის თავმჯდომარედ კომუნიკაციების კომისია აირჩიეს, რომელიც პლატფორმას ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.


პლენარულ სხდომას, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ტელეკომუნიკაციების ოფისის (CTU) ორგანიზებითა და ევროკომისიის ხელშეწყობით გაიმართა, კომუნიკაციების კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მზია გოგილაშვილი, და EaPeReg-ის სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (SEWG) თავმჯდომარე - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი, რომან ქურდაძე ესწრებოდნენ. პლენარულ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა EaPeReg-ის 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინეს, რომელიც მონაწილეებმა ერთხმად დაამტკიცეს. სამუშაო გეგმა როუმინგისა და სპექტრის რეგიონული ხელშეკრულებების ხელმოწერას, ელექტრონული კომუნიკაციების ევროპული მარეგულირებლების ორგანოს (BEREC), ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების გაერთიანებასა (EMERG) და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს (ITU) შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, ევროკომისიის მიერ ინიცირებული პროექტის, EU4Digital-ის ტელეკომის წესების კომპონენტში აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.



ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების დამოუკიდებელი პლატფორმა (EaPeReg) პორტუგალიის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (ANACOM) ინიციატივითა და ევროკომისიის ხელშეწყობით 2012 წელს შეიქმნა. EaPeReg აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების: აზერბაიჯანის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის, ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის ავსტრიის, გერმანიის, ესპანეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, უნგრეთის, შვედეთისა და ჩეხეთის, ასევე ჩრდილო მაკედონიის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოებს აერთიანებს. ქსელის მიზანია პარტნიორი ქვეყნების ევროინტეგრაციის ხელშეწყობა ამ ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრების განვითარების გზით.


EaPeReg-ის თავმჯდომარედ კომუნიკაციების კომისია მესამედ აირჩიეს. კომისია თავდაპირველად ქსელის მუშაობას 2015 წელს შვედეთის ფოსტისა და ტელეკომის ორგანოსთან (PTS) ერთად, ხოლო შემდეგ - 2019 წელს, ლატვიის საზოგადოებრივი მომსახურებების კომისიასთან (SPRK) ერთად ხელმძღვანელობდა. 2023 წელს კი კომუნიკაციების კომისიასთან ერთად, ვიცე-თავმჯდომარის სტატუსით, EaPeReg-ის მუშაობას ირლანდიის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია (ComReg) უხელმძღვანელებს.


თეგები:
ComCom



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up