ComCom-ის წევრმა ეკატერინე იმედაძემ საქართველოს ციფრული ჰაბის პოტენციალზე ქსელური ოპერატორების ფორუმზე ისაუბრა

ComCom-ის წევრმა ეკატერინე იმედაძემ საქართველოს ციფრული ჰაბის პოტენციალზე ქსელური ოპერატორების ფორუმზე ისაუბრა

access_time2022-11-22 12:45:47

კომუნიკაციების კომისიისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზებით ქსელური ოპერატორების ფორუმი NOG2022 გაიხსნა. პირველი პანელი, რომელიც კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსთან ეკა ყუბუსიძესთან და RIPE NCC-ის რეგიონალური ჩართულობის მენეჯერთან ვაჰან ოვსეპიანთან ერთად გახსნა  საქართველოსა და რეგიონის საერთაშორისო შეერთების გამოწვევას დაეთმო.

 

 

 

ეკატერინე იმედაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ციფრული ჰაბის პოტენციალზე, ციფრული დერეფნების ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, ასევე რეგიონში ციფრული სერვისების მიმწოდებელი ჰაბის ფორმირების პროცესში, სატელეკომუნიკაციო სექტორის და კომუნიკაციების კომისიის, როგორც დარგის ექპერტისა და ზედამხედველის როლზე ისაუბრა. კომუნიკაციების კომისიის წევრმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს რეგიონის ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბება, მისი გეოპოლიტიკური პოტენციალის ასევე არსებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ჰარმონიზებული საკანონმდებლო და სარეგულაციო ჩარჩოს  მეშვეობითაა შესაძლებელი.


 

 

 

„დღევანდელ დღეს უკვე სახელმწიფო სტრატეგიაში პრიორიტეტად გაიწერა  საქართველოს ციფრული ბაზრის განვითარება და სატრანზიტო პოტენციალის  ათვისება. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ სატელეკომუნიკაციო ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის გამოყენებით, მოხდება სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება და განხორციელდება საქართველოს გავლით ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბების ღონისძიებები. ციფრული ეკონომიკის განვითარების, ქვეყნის ციფრული პოტენციალის  გახსნის და რეგიონთაშორისი ციფრული დერეფნებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნაში სატელეკომუნიკაციო სექტორს აქვს უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი როლი - რადგან სწორედ ტელეკომის  ინფრასტრუქტურაზე უნდა გაიაროს ციფრულმა სერვისებმა. ამასთანავე, კომუნიკაციების კომისია, როგორც დარგის ზედამხედველი თავის უპირველეს ამოცანებში განსაზღვრავს ტელეკომის ბაზრის გახსნას - ინფრასტრუქტურაზე დაშვებას, ინფრასტრუქტურის გაზიარების ჩარჩოს შექმნას, ასევე ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური უპირატესობების რეალიზებას, მოქნილი და ჰარმონიზებული სარეგულაციო გარემოს მაქსიმალურად მისადაგებას ციფრულ ეკონომიკაში ინვესტიციების წასახალისებლად. დარგის ცოდნის და პოტენციალის გაზრდის მიზნით, მარეგულირებელ თუ სხვა დარგის მოწინავე ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ამ მიმართულებებს შორის ასევე მნიშვნელოვანია კომუნიკაციების კომისიის როლი ქვეყანაში ციფრული წიგნიერების ხელშეწყობის თვალსაზრისით - რაც ასევე კომისიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა" - განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up