ორშაბათს ოქროს ფასი დოლარის გამყარებისა და მოგების მიღების ფონზე ეცემა, ამის შესახებ MarketWatch წერს.
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა Comex-ზე ივნისის კონტრაქტების კოტირება ტროას უნციაზე 1,1%-ით, 2,005.40 დოლარამდე დაეცა.
ოქრო გასულ კვირას გაძვირდა და ზედიზედ მეექვსე კვირაა დადებით შედეგებს აჩვენებს. ორშაბათს ძვირფასი ლითონი დოლარის ზრდის გამო გაიაფდა - დოლარის ინდექსი, რომელიც ადევნებს თვალყურს ამერიკული ვალუტის დინამიკას მსოფლიოს ექვს ძირითად ვალუტასთან მიმართებაში, 1,2%-ით იზრდება.