გლაზგოში გამართულ COP26-ის კლიმატის სამიტზე დელეგატებმა კლიმატის მოქმედების გასაძლიერებლად გლობალურ შეთანხმებას მიაღწიეს. მათ ასევე დაამტკიცეს წესები, რომლებიც მომავალში ნახშირბადის გლობალურ ბაზარს შექმნის.
ვრცელი დოკუმენტის საბოლოო ვერსიამ, სახელად Glasgow Climate Pact-მა, ჩინეთისა და ინდოეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, საკამათო წინადადებები შეინარჩუნა. შეთანხმება ნახშირის და წიაღისეული საწვავის სუბსიდიების შემცირებას და მომავალ წელს ახალი კლიმატის მიზნებით დაბრუნებას მოიცავს.
ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ ნახშირბადით საერთაშორისო ვაჭრობის წესებზე. მომლაპარაკებლებმა მიაღწიეს კომპრომისებს რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორისაა გლობალურ დათბობასთან ადაპტაციაში ღარიბი ქვეყნების დახმარებაც.
ექსპერტები ფრთხილი ოპტიმიზმით გმოთქვამენ, რომ მიღებული ზომები პარიზის შეთანხმების მიზნის მიღწევას დაეხმარება, რომელიც გლობალური დათბობის 1,5 გრადუსამდე შეზღუდვას გულისხმობს. თუმცა, გარემოსდამცველები აგრძელებდნენ კრიტიკას მდიდარი ქვეყნების მხრიდან ფინანსური ვალდებულებების აღების ნაკლებობის გამო.
წყარო: Bloomberg, "ბიზნეს ფორმულა"