COP27: მდიდარი ქვეყნები ღარიბებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზარალს აუნაზღაურებენ

COP27: მდიდარი ქვეყნები ღარიბებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზარალს აუნაზღაურებენ

access_time2022-11-21 23:00:12

COP27-ის კლიმატის სამიტი ისტორიული შეთანხმებით დასრულდა -  მდიდარი ქვეყნები ღარიბ ქვეყნებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზარალს აუნაზღაურებენ.

 

ზარალისა და დანაკარგის ასანაზღაურებლად, შეთანხმების ფარგლებში, ფონდი შეიქმნება. ეს დიდი მიღწევაა ღარიბი ქვეყნებისთვის, რომლებიც დიდი ხანია ითხოვენ ფულს, რადგან ისინი ხშირად არიან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მოვლენების: წყალდიდობების, გვალვების, სითბური ტალღების და ქარიშხლების მსხვერპლი, მიუხედავად იმისა, რომ, მდიდარ სახელმწიფოებთან შედარებით, ამ პროცესებზე მათი პასუხისმგებლობა მცირეა.


კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების ანაზღაურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსტრემალური ამინდით დაზარალებული ქვეყნებისთვის, რომლებიც ზღვის დონის მატების გამო, არსებობის საფრთხის წინაშე დგანან.


„სამი გრძელი ათწლეული დასჭირდა და როგორც იქნა, აღდგა კლიმატის სამართლიანობა“, - თქვა სევ პაენიუმ, ტუვალუს ფინანსთა მინისტრმა.


პაკისტანის გარემოს დაცვის მინისტრის, შერი რეჰმანის თქმით, ფონდის დაარსება „ქველმოქმედების განაწილებას“ არ ნიშნავს.


წელს პაკისტანის ისტორიაში ყველაზე საშინელი წყალდიდობა დაფიქსირდა. სტიქიამ დაახლოებით 1700 ადამიანი იმსხვერპლა და ქვეყანას $40 მილიარდიანი ზარალი მოუტანა. მუსონური წვიმები პაკისტანისთვის დამახასიათებელია, თუმცა წლევანდელმა წყალდიდობამ განსაკუთრებულ მასშტაბს მიაღწია, რაც ნაწილობრივ კლიმატის ცვლილების შედეგად, მყინვარების დნობას უკავშირდება.




განვითარებადი ქვეყნები უკმაყოფილო დარჩნენ იმის გამო, რომ წელს კონფერენციაზე პროგრესს ვერ მიაღწიეს ემისიების შემცირების  მიზნებთან დაკავშირებით, რაც ღონისძიების მთავარ წარუმატებლობად მიიჩნევა.

 

COP26-ის პრეზიდენტს ალოკ შარმას სურდა, რომ ამ მიმართულებით მკაფიო ნაბიჯები გადადგმულიყო, მაგრამ მისი თქმით, წიაღისეული საწვავის ეტაპობრივად გაუქმების შესახებ ტექსტში საუბარი არ არის.

 

„საოცრად იმედგაცრუებული ვარ, რომ უფრო შორს წასვლა ვერ შევძელით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ალოკ შარმამ.

 

ამასთან, ტექსტი არ არის საკმარისად მკაფიო „დაბალი ემისიების ენერგიის“ მოხმარების შესახებ.

 

მეცნიერები ამბობენ, რომ ემისიები პიკს 2025 წლამდე მიაღწევს. ქვეყნები, მათ შორის G20 ჯგუფში შემავალი სახელმწიფოები, ცდილობენ მსოფლიომ სასწრაფოდ შეამციროს წიაღისეული საწვავის მოხმარება, მაგრამ ისეთი განვითარებადი ქვეყნები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ნავთობსა და გაზზე, ასევე ინდოეთი დაინტერესებულია თავისი რეზერვების გამოყენებით, როგორც ამას ისტორიულად დასავლური ქვეყნები აკეთებდნენ.

 



businessformula.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up