Covax-დან ქვეყნებმა მილიარდზე მეტი ვაქცინა მიიღეს

Covax-დან ქვეყნებმა მილიარდზე მეტი ვაქცინა მიიღეს

access_time2022-01-17 14:10:00

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ (WHO) აცხადებს, რომ Covax პლატფორმის მეშვეობით, მსოფლიოს 144 ქვეყანამ მილიარდზე მეტი დოზა ვაქცინა მიიღო.


ამ ნიშნულის მიღწევა ორგანიზაციას ბევრად ადრე სურდა. Covax-ის კამპანიის თავდაპირველი მიზანი ღარიბი ქვეყნებისთვის 2021 წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი დოზის მიწოდება იყო, თუმცა სექტემბრისთვის Covax-მა მხოლოდ 243 მილიონი დოზის გაგზავნა შეძლო.


„144 ქვეყნისთვის ვაქცინების მიწოდებით, Covax-ი ლიდერობს ისტორიაში მათი შესყიდვისა და მიწოდების ოპერაციით. მაგრამ სამუშაო, რომელიც ამ ეტაპისთვის შესრულდა, მხოლოდ იმ სამუშაოს შეხსენებაა, რომელიც დარჩა“, - ნათქვამია WHO-ს განცხადებაში.


194 წევრი ქვეყნიდან, 36 ქვეყანამ თავისი მოსახლეობის 10%-ზე ნაკლები აცრა, მაშინ, როდესაც უფრო მდიდარმა ქვეყნებმა მოქალაქეების მესამე ან მეოთხე დოზით აცრაც კი დაიწყეს.



„Covid-19-თან ბრძოლაში მსოფლიო კიდევ ერთ გზაჯვარედინზე დგას“,- ამბობს GAVI-ის ხელმძღვანელი სეთ ბერკლი.


WHO-ს თანახმად, ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდებას აფერხებს მდიდარი ქვეყნების მიერ ვაქცინების მარაგის შენახვა და საზღვრების ჩაკეტვა. ორგანიზაციის განცხადებით, ფარმაცევტული კომპანიების მიერ ლიცენზიების, ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუს გაზიარების სიმცირემ წარმოების პოტენციური შესაძლებლობები გამოუყენებელი დატოვა.


გასული წლის მარტში საქართველომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების პირველი პარტია - AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43,200 დოზა სწორედ Covax პლატფორმის მეშვეობით მიიღო.


წყარო: Bloomberg, „ბიზნეს ფორმულა“


თეგები:
ვაქცინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up