ორგანიზმის იმუნურმა რეაქციამ COVID-19-ზე შეიძლება დააზიანოს თავის ტვინის სისხლძარღვები, რამაც შესაძლოა სხვადასხვა ნევროლოგიური სიმპტომები გამოიწვიოს. ამას მოწმობს აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის კვლევა, რომელიც ჟურნალ Brain-ში გამოქვეყნდა.
ცხრა ადამიანის გაკვეთის ჩატარებისას, აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს სისხლძარღვების დაზიანება და ანთება იმ პაციენტების ტვინში, რომლებიც დაიღუპნენ კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ.
ნეიროანთებისა და იმუნური რეაქციების შესწავლის შემდეგ, იმუნოჰისტოქიმიის გამოყენებით, რომელიც იყენებს ანტისხეულებს ქსოვილებში სპეციფიკური მარკერის ცილების დასადგენად, აღმოჩნდა, რომ ანტისხეულები თავს ესხმიან ტვინის სისხლძარღვების უჯრედებს. შეტევები იწვევს სისხლდენას და სისხლის შედედებას, რაც ზრდის ინსულტის რისკს.