Covid 19-ის ახალ შტამს თვალებიდან გამონადენი, შეწითლება და ქავილი ახასიათებს - ივანე ჩხაიძე

Covid 19-ის ახალ შტამს თვალებიდან გამონადენი, შეწითლება და ქავილი ახასიათებს - ივანე ჩხაიძე

access_time2023-04-19 12:00:45

Covid 19-ის ახალ შტამს თვალებიდან გამონადენი, შეწითლება და ქავილი ახასიათებს. ვირუსული დაავადება განსაკუთრებული სიმძიმით არ გამოირჩევა, ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს. მისი თქმით, Covid 19-ის ახალი შტამის სიმპტომებს ასევე განეკუთვნება ყელის მსუბუქი ტკივილი, თავის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, ხველა და ცემინება.

 

„კორონავირუსის ახალი ვარიანტი XBB.1.16 პირველად ინდოეთში მარტის დასაწყისში გამოჩნდა და რამდენიმე კვირის შემდეგ ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება გამოიწვია. ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, რამდენიმე შტატში ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა. ახალ ვარიანტს მეორე სახელიც აქვს Arcturus-ი, რაც ვარსკვლავის სახელია. ამ ვარიანტს „ომიკრონის“ წინა ვარიანტთან შედარებით გააჩნია ერთი დამატებითი მუტაცია, რაც მის უფრო იოლ გავრცელებას განაპირობებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ეს ვარიანტი შეყვანილი ჰყავს იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია - „კორონავირუსის ვარიანტები მონიტორინგის ქვეშ“. ის სხვა 6 ვარიანტთან ერთად ჯანმოს აქტიური მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.

 

Arcturus-ი „ომიკრონის“ ქვეჯგუფს წარმოადგენს, შესაბამისად, დაავადების მიმდინარეობა არ გამოირჩევა განსაკუთრებული სიმძიმით. მისი სიმპტომებია: ყელის მსუბუქი ტკივილი, თავის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, ხველა, ცემინება. ამასთან, აქ ერთი დამატებითი სიმპტომია, რომელიც „კორონავირუსი“ სხვა მუტაციებს არ ახასიათებდათ, ეს არის კონიუნქტივიტი, ანუ თვალებიდან გამონადენის არსებობა, შეწითლება და ქავილი. ეს ამ ვარიანტისთვის უფრო დამახასიათებელია.

 

ჯერ არ გვაქვს მონაცემები, სადაც ნათქვამია, რომ Arcturus-ი დაავადების მწვავე მიმდინარეობას იწვევს. დაკვირვების თანახმად, „ომიკრონის“ მსგავსი უნდა იყოს.

 


ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბოლო 1 წელში გაკეთებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა, ე.წ. ბუსტერი და მეოთხე დოზა, ე.წ. მეორე ბუსტერი მათ გარკვეული დაცვა გააჩნიათ ამ ვაქცინის წინააღმდეგ. კარგად მოგეხსენებათ, რომ ვაქცინა არ არის ხანგრძლივი დაცვის მქონე.

 

ახალი შტამი უკვე 29 ქვეყანაში დადასტურდა, ალბათ, საქართველოშიც გამოჩნდება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორია მოგვაწვდის ინფორმაციას. შესაძლოა, Arcturus-ი უფრო სწრაფად გადამდები იყოს, მაგრამ, ჯერ არ არსებობს მონაცემები, რომ ის უფრო მძიმე დაავადებას იწვევს.

 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ინდოეთთან ინტენსიური საჰაერო მიმოსვლა არ გვაქვს, თუმცა, საქართველოში ინდოეთის ძალიან ბევრი მოქალაქე სტუდენტი სწავლობს და შესაძლებელია, რომ ეს ვარიანტიც გამოჩნდეს საქართველოში.

 

აშშ-ს რამდენიმე შტატში უკვე დაფიქსირდა ამ ვარიანტით განპირობებული შემთხვევების მატება. მსოფლიოს არაერთი ქვეყანა აფიქსირებს, რომ შემთხვევების მატება ახალი მუტაციით არის განპირობებული“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


წყარო: ინტერპრესნიუსი


თეგები:
Covid 19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up