COVID 19 რიცხვებში - რომელ ქვეყანაშია რეალურად ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილი

COVID 19 რიცხვებში - რომელ ქვეყანაშია რეალურად ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილი

access_time2020-10-18 19:30:48

ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ მსოფლიომ იანვარში ჩინეთისგან შეიტყო. მას შემდეგ ის 216 სახელმწიფოსა თუ დამოკიდებულ ტერიტორიაზე გავრცელდა, 38 მლნ-ზე მეტი ადამიანი დააინფიცირა, 1 მლნ-ზე მეტი შეიწირა, შეზღუდვების შედეგად დამდგარმა ეკონომიკურმა ზარალმა  5 ტრლნ-ს გადააჭარბა, რომელიც შესაძლოა საშუალოვადიან პერიოდში უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდეს ვიდრე უშუალოდ COVID 19.


მარტამდე ვირუსით ინფიცირების შემთხვევათა 90%-ზე მეტი ჩინეთში ფიქსირდებოდა. შეთქმულების თეორიაც კი გაჩნდა, რომლის მიხედვით კოვიდი ისე იყო გამოყვანილი ლაბორატორიაში, რომ მხოლოდ ჩინელს აავადებდა და სხვა ეროვნების ადამიანს რომც შეხვედროდა არ მოკლავდა.


რეალურად 27 მარტს დაინფიცირებულების რაოდენობით ჩინეთს პირველად იტალიამ გაუსწრო, შემდეგ ესპანეთმა, საფრანგეთმა და კიდევ 47-მა სახელმწიფომ. ამჟამად 85 622 დადასტურებული შემთხვევით ჩინეთი 51-ე ადგილზეა და მისი წილი მსოფლიო სტატისტიკაში 0.22%-ს შეადგენს. მას მოსახლობით საქართველოზე პატარა ყატარიც კი უსწრებს. ბოლო 7 თვეში ჩინეთში კოვიდით 5000-ზე ნაკლები ადამიანი დაავადდა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია მსოფლიოში.


ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15 ოქტომბრის მდგომარეობით 1 მლნ-ს 4 სახელმწიფოში აჭარბებს: აშშ - 8.15 მლნ, ინდოეთი - 7.31 მლნ, ბრაზილია - 5.14 მლნ და რუსეთი - 1.35 მლნ. ამ უკანასკნელში მას შემდეგ რაც მსოფლიოს ვაქცინის გამოგონების შესახება ამცნეს დღიური შემთხვევათა რაოდენობა 175%-ით გაიზარდა. პლანეტის ინფიცირებულთა 56.6% სწორედ ამ ოთხ ქვეყანაშია აღრიცხული. მათ გარდა COVID 19 ლაბორატორიულად 100 ათასზე მეტ ადამიანს კიდევ 40 ქვეყანაში დაუდასტურდა.


განსხვავებულ სურათს მივიღებთ, თუ ინფიცირებულთა რაოდენობას მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით დავითვლით. ამ მოცემულობით 1-ელ ადგილს ყატარი დაიკავებს. 2.8 მლნ-იან ქვეყანაში კორონავირუსი 128 600 ადამიანს დაუდასტურდა, რაც 1 მლნ-დან 45 800-ს ნიშნავს, ანუ პრაქტიკულად ყოველ 22-ე ადამიანს. ყატარი სხვა მხრივაც გამორჩეულია, გარდაცვლილთა რაოდენობა 220-ს შეადგენს, სიკვდილიანობის კოეფიციენტი - 0.17%-ს. მსოფლიოს რომ სიკვდილიაონობის ყატარის დონე შეენარჩუნებინა ახლა კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა 1.1 მლნ-ს მაგივრად 16.7-ჯერ ნაკლები - 66 ათასი იქნებოდა.



მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზეა და მალე შეერთებულ შტატებსაც გადაასწრებს, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით 1 მლნ-დან 5282 დაავადებულით 82-ე ადგილს იკავებს. რაც შეეხება ჩინეთს 59 ინფიცირებულით ის 202-ე ადგილზეა.


1 მლნ-დან 20 ათასი და მეტი ინფიცირებული კიდევ 19 ქვეყანაშია, მათ შორის:ბაჰრეინში, ანდორაში, ისრაელში, პანამაში, აშშ-ში, ესპანეთსა და სომხეთში. საქართელო 1 მლნ-დან 3622 ინფიცირებულით 108-ე ადგილზე იმყოფება. მსოფლიო საშუალო 4978-ს შეადგენს.


გარდაცვლილთა რაოდენობა აბსოლუტური მაჩვენებლის გარდა შესაძლოა დამატებით 2 მეთოდით დაითვალოს: ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით და მოსახლეობის საერთო რაოდენობის მიხედვით. ინფიცირებულთა რაოდენობის მიმართებაში მსოფლიოში სიტუაცია გაზაფხულის შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესდა. თუ 6 თვის აპრილის ბოლო 3.365 მლნ ინფიცირებულიდან 244 ათასი გარდაცვლილი იყო და სიკვდილიანობის კოეფიციენტი 7.2%-ს აღემატებოდა, დღეს ის 2.8%-ს შეადგენს. სიკვდილიანობის აპრილის დონის შენარჩუნების შემთხვევაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2.8 მლნ-ს გადააჭარბებდა. საქართველოში ეს მაჩვენებელი, მსოფლიო საშუალოზე 3.6-ჯერ დაბალია და 0.78%-ს უდრის. ბელგიაში, იტალიასა და ბრიტანეთში სიკვდილიანობის კოეფიციენტი 5%-ს აღემატება, შემთხვევათა რაოდენობის ზრდამდე ის 10%-საც აჭარბებდა.


მოსახლეობის საერთო რაოდენობის გათვალისწინებით ყველაზე მეტი ადამიანი ჯუჯა სან-მარინოში დაიღუპა - 1237 პირი 1 მლნ-დან, 1012 გარდაცვლილით მეორე ადგილზე პერუა.1 მლნ-დან 500-ზე მეტი ადამიანი კიდევ 17 ქვეყანაში გარდაიცვალა, მათ შორის: ბელგიაში, ესპანეთში, ჩილეში, აშშ-ში, მექსიკასა და იტალიაში. მსოფლიო საშუალო 141-ს უდრის, საქართველოში 28-ს.


აბსოლუტურ გამოხატულებაში გარდაცვლილთა რაოდენობა 1000-ს 57 სახელმწიფოში აჭარბებს, 10 ათასს 19-ში, ხოლო 100 ათასს სამში : აშშ - 222 ათასი, ბრაზილია - 152 ათასი და ინდოეთი - 111 ათასი.


საქართელოში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალას დაფიქსირდა, გარდაცვალების პირველი ფაქტი - 4 აპრილს. 15 ოქტომბრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 14 440 შემთხვევა, საიდანაც ნახევარზე მეტი - 7367 გამოჯანმრთელდა, 113 პირი გარდაიცვალა, 6960 პაციენტი კი მკურნალობის კურსს ამჟამადაც განაგრძობს.


ბოლო 1.5 თვის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, რაც ნაწილობრივ ტესტირების რაოდენობის ზრდითაც არის გამოწვეული, საქართველო რეგიონში ვირუსთან ბრძოლის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ინფიცირებულთა რაოდენობა 1 მლნ-დან თურქეთში 4024-ს უდრის, აზერბაიჯანში - 4205-ს, რუსეთში - 9278-ს, სომხეთში - 20 235-ს, საქართველოში კი 3622-ს. რაც შეეხება გარდაცვალებულთა რაოდენობას აზერბაიჯანში ის 1 მლნ-დან 61-ს შეადგენს, თურქეთში - 107-ს, რუსეთში - 161-ს, სომხეთში - 353-ს, ხოლო საქართველოში 28-ს.


თეგები:
COVID 19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up