COVID-პანდემიის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, სატვირთო გადაზიდვებზე არსებული მოთხოვნა შენარჩუნდება – მარიამ ქვრივიშვილი

COVID-პანდემიის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, სატვირთო გადაზიდვებზე არსებული მოთხოვნა შენარჩუნდება – მარიამ ქვრივიშვილი

access_time2021-12-30 15:00:00

სასიხარულოა, რომ ქართულმა ბიზნესმა ძალიან მალე უპასუხა მზარდ მოთხოვნას სატვირთო გადაზიდვებზე და ეს შესაძლებლობა აითვისა, აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. როგორც მან AviaNews-თან ინტერვიუში განაცხადა, პანდემიის ფონზე, სატვირთო ავიარეისებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში გაიზარდა, რაც განაპირობა სამედიცინო და ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთის დროულმა და შეუფერხებელი ტრანსპორტირების აუცილებლობამ.



ქვრივიშვილი მიიჩნევს, რომ COVID-პანდემიის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, სატვირთო გადაზიდვებზე არსებული მოთხოვნა შენარჩუნდება.




“გარდა ამისა, სამგზავრო რეისების შეზღუდვის პირობებში, ამ სეგმენტის ტვირთების გადაზიდვასაც სატვირთო კომპანიები უზრუნველყოფდნენ. სასიხარულოა, რომ ქართულმა ბიზნესმა ძალიან მალე დაიწყო ამ შესაძლებლობების ათვისება და საკმაოდ წარმატებულად ოპერირებენ. მაგალითისთვის, ავიაკომპანია Geo Sky გახდა პირველი ქართული სატვირთო ავიაგადამზიდველი, რომელმაც დაიწყო რეგულარული სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ჩინეთისა და ევროპის მიმართულებებით (დღეისთვის, რეგულარულ ფრენებს ახორციელებს ამსტერდამის, ფრანქფურტის, გუანჯოუსა და ჩჟენჩჟოუს მიმართულებით კვირაში 3-3 სიხშირით). ქართულმა სატვირთო ავიაკომპანიამ Easy Charter-მა მოიპოვა ევროპული ნებართვა (TCO), რაც უფლებას აძლევს, სატვირთო გადაზიდვები შეასრულოს ევროპის მიმართულებებით. ავიაკომპანიამ უკვე დაიწყო ევროპის ბაზარზე ოპერირება. ასევე, ავიაკომპანია Georgian Airways​-ის ავიაპარკს დაემატა 1 სატვირთო საჰაერო ხომალდი, რომლითაც ჩარტერულ რეისებს ახორციელებს აზიის, ევროპისა და მეზობელი ქვეყნების მიმართულებებით.



კოვიდ-პანდემიის დასრულების შემდეგ, მოსალოდნელია შენელებული ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლება და გლობალური ეკონომიკური ზრდა, რის ფონზეც, სავარაუდოდ, სატვირთო გადაზიდვებზე არსებული მოთხოვნა შენარჩუნდება. გასათვალისწინებელია ასევე ონლაინ-ვაჭრობაზე ყოველწლიურად მზარდი მოთხოვნა, ტრანსპორტირების სისწრაფის გამო კი ავიაცია მიმზიდველი სატრანსპორტო დარგია.



avianews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up