ცქრიალა ღვინის ექსპორტი ბოლო 7 წლის მაქსიმუმზეა - ქვეყნები, სადაც შამპანურს ვყიდით

ცქრიალა ღვინის ექსპორტი ბოლო 7 წლის მაქსიმუმზეა - ქვეყნები, სადაც შამპანურს ვყიდით

access_time2022-02-01 21:00:00

ცქრიალა ღვინის ექსპორტი ბოლო 7 წლის მაქსიმუმზეა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყნიდან 4,926 მლნ აშშ დოლარის შამპანური გავიდა, რაც ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს საქართველომ ექსპორტზე 4,144 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გაიტანა, 2019 წელს - 4,350 მლნ აშშ დოლარის, 2018 წელს 4,284 მლნ აშშ დოლარის, 2017 წელს - 4,431მლნ აშშ დოლარის, 2016 წელს 3,441 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2015 წელს - 3,946 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი დაინტერესდა, რომელი ქვეყნებში გავიდა ცქრიალა ღვინო ყველაზე დიდი რაოდენობით.

ტოპ-10 ქვეყანა, სადაც 2021 წელს შამპანურის ექსპორტ ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა:


უკრაინა - 786.5 ათასი ლიტრი (1,994 მლნ აშშ დოლარი)
რუსეთი - 177.1 ათასი ლიტრი (489.7 ათასი აშშ დოლარი)
ბელარუსი - 112.8 ათასი ლიტრი (329.6 ათასი აშშ დოლარი)
გაერთიანებული სამეფო - 107.2 ათასი ლიტრი (298.8 ათასი აშშ დოლარი)
ყირგიზეთი - 35.9 ათასი ლიტრი (276.2 ათასი აშშ დოლარი)
აზერბაიჯანი - 22.5 ათასი ლიტრი (159.6 ათასი აშშ დოლარი)
ჩინეთი - 22 ათასი ლიტრი (70 ათასი აშშ დოლარი)
პოლონეთი - 15 ათასი ლიტრი (53.1 ათასი აშშ დოლარი)
სინგაპური - 11.2 ათასი ლიტრი (536 ათასი აშშ დოლარი)
სომხეთი - 11.2 ათასი ლიტრი (96.6 ათასი აშშ დოლარი)
ცნობისთვის, მსოფლიო ბაზარზე შამპანურის გაყიდვები ზრდის ტენდენციით ხასიათდება. CNBC მეღვინეების გენერალური სინდიკატის ინფორმაციით, გლობალური ბაზრების თანდათანობითი გახსნა, გასულ წელს შამპანურის გაყიდვები მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 305 მილიონ ბოთლამდე გაიზარდა. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 307 მილიონ ბოთლს შეადგენდა.

ლონდონში დაფუძნებული კომპანია IWSR ელოდება, რომ გაყიდვების ყოველწლიური 4%-იანი ზრდა 2025 წლამდე შენარჩუნდება.

bpn.ge

თეგები:
ექსპორტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up