ახალი წლის დადგომამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ყველა ფიქრობს როგორ აქციოს საახალწლო სუფრა განსაკუთრებულად. კომპანია ბადაგონი საახალწლოდ მომხმარებელს მსოფლიოში სახელგანთქმული მეღვინის საავტორო ცქრიალა ღვინო „მაესტროს“ სთავაზობს. „მაესტროს“ ღვინოები კახეთის ყველა მიკროზონაში გაშენებულ ვენახებში მოყვანილი ქართული ყურძნის ჯიშებისგანაა შექმნილი.
ცქრიალა ღვინო „მაესტრო“ ახალი წლის დღესასწაულს კიდევ უფრო მეტ ჯადოსნურობას შემატებს.
ბადაგონის „მაესტროს“ 5 სახეობის ცქრიალა ღვინო აქვს: „ბრუტი“, „ნახევრადმშრალი“, „ნახევრადტკბილი“, „როზე“ და „საფერავი“.
„ბრუტი“ ჩალისფერი ცქრიალა ღვინოა მწვანე ვაშლისა და ციტრუსების დელიკატური თაიგულით. მას მსუბუქი, დაუვიწყარი გემო აქვს;
„ნახევრადმშრალი“ ჩალისფერი ცქრიალა ღვინოა გაზაფხულის ყვავილების არომატით. სასმელს მსუბუქი და დელიკატური გემო აქვს, რომელიც ხილის ტონებითაა მდიდარი;
„ნახევრადტკბილი“ ჩალისფერიც ცქრიალა ღვინოა გაზაფხულის ყვავილების თაიგულის სურნელით. მას მწიფე ხილის სასიამოვნო არომატი აქვს;
„როზე“ ღია ვარდისფერი ცქრიალა ღვინოა. მას გაზაფხულის ყვავილების თაიგულის გემო და მსუბუქი, დელიკატური, მწიფე ხილის დაუვიწყარი არომატი აქვს;
„საფერავს“ გაზაფხულის ყვავილების თაიგულის სურნელი აქვს. რაც შეეხება გემოს, ის მსუბუქ, დელიკატურ, მწიფე ხილის შთამბეჭდავ არომატს ატარებს.
ბადაგონი გვირჩევს, რომ „მაესტროს“ ცქრიალა ღვინოები ნებისმიერ კერძთან და დესერტთან მივირთვათ.
ბადაგონი ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!