შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს, რომელსაც 2022 წელს თანხების და ლიკვიდურობის მკვეთრი გადინება აღენიშნებოდა, მეოთხე კვარტალში, რეკორდული წმინდა ზარალი 1,5 მილიარდი დოლარი ჰქონდა, ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში. ბანკი მთელი 2022 წლისთვის მნიშვნელოვან ზარალს ელოდება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ არც 2023 წელი იქნება ადვილი ფინანსური ორგანიზაციისთვის.
მეოთხე კვარტალში მომხმარებლების ანგარიშებიდან თითქმის 120 მლრდ დოლარის გადინება მოხდა. „Credit Suisse-ის საოპერაციო მაჩვენებლები მოსალოდნელზე უარესიც კი იყო, გადინების დონე კი - შემაძრწუნებელი“, - ნათქვამია ანგარიშში.
მეოთხე კვარტლის შედეგების მიხედვით, ბანკის შემოსავალი ობლიგაციებით ვაჭრობიდან, წლიური თვალსაზრისით, 84%-ით შემცირდა, აქციებიდან - 96%-ით, საკონსულტაციო მომსახურებიდან და კაპიტალის ბაზრის ტრანზაქციებიდან - 59%-ით. ანგარიშის გამოქვეყნების ფონზე, Credit Suisse-ის აქციები 5%-ით დაეცა.
Credit Suisse-ის პრობლემებზე საუბარი სექტემბერში დაიწყო, ოქტომბრის დასაწყისში კი გამოქვეყნდა წერილი, რომელიც თანამშრომლებს შვეიცარიის ბანკის ხელმძღვანელმა ულრიხ კერნერმა გაუგზავნა. ის ბანკისთვის კრიტიკულ მომენტზე და სხვადასხვა ბიზნეს ხაზების რესტრუქტურიზაციაზე საუბრობდა.