Credit Suisse დამნაშავეების ანგარიშებს მართავდა - მედია

Credit Suisse დამნაშავეების ანგარიშებს მართავდა - მედია

access_time2022-02-21 19:30:00

Credit Suisse Group მართავდა კლიენტების ანგარიშებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაში, კორუფციასა და ნარკომანიაში. ამის შესახებ ინფორმაციას მედია 18 000-ზე მეტ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. ანგარიშებზე არსებული თანხა ჯამში $100 მილიარდს აღემატება.


ანონიმურმა მამხილებელმა ინფორმაცია მიაწოდა გერმანულ გაზეთ Sueddeutsche Zeitung-ს, რომელმაც ეს მონაცემები გაუზიარა არაკომერციულ ჟურნალისტურ ჯგუფს და მსოფლიოში ათობით სხვა საინფორმაციო ორგანიზაციას.


New York Times-ის ინფორმაციით, მონაცემები მოიცავს 1940-იანი წლებიდან გასულ ათწლეულამდე გახსნილ ანგარიშებს. Guardian-ის განცხადებით, ზოგიერთი ანგარიში კვლავ აქტიურია.


Credit Suisse მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, ის „კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და ინსინუაციებს ბანკის მიმართ მიზანმიმართული ბიზნეს პრაქტიკის შესახებ.“


გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ინფორმაცია „ეფუძნება ნაწილობრივ, არაზუსტ ან შერჩევით ინფორმაციას, რომელიც ამოღებულია კონტექსტიდან, რაც იწვევს ბანკის ბიზნეს ქცევის ტენდენციურ ინტერპრეტაციას“.



Credit Suisse-მა განაცხადა, მან განიხილა ანგარიშში შესული ანგარიშების ისტორიები, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ ანგარიშების დაახლოებით 90% დახურულია ან უკვე დახურვის პროცესში იყო. აქედან 60%-ზე მეტი 2015 წლამდე დაიხურა.


ბანკი აღნიშნავს, რომ აქტიური ანგარიშების მოკვლევას განაგრძობს.


25 ანგარიში, სადაც დაახლოებით $270 მილიონი იყო განთავსებული, ეკუთვნოდა პირებს, რომლებიც ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანიის, Petroleos de Venezuela-ს გარშემო შეთქმულებაში მონაწილეობაში არიან ბრალდებული.


კიდევ ერთი ანგარიში ეკუთვნოდა ზიმბაბველ ბიზნესმენს, რომელზეც აშშ-ისა და ევროპის ხელისუფლების სანქციები მოქმედებს ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ მუგაბეს მთავრობასთან კავშირების გამო.


Guardian-ის მიხედვით, ანგარიშის მფლობელები იყვნენ ფილიპინებში ადამიანით მოვაჭრე პირი, ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟის წარმომადგენელი, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს, ასევე კორუმპირებული პირები სხვადასხვა ქვეყნებიდან მათ შორის ეგვიპტესა და უკრაინიდან.


წყარო: Bloomberg, „ბიზნეს ფორმულა“




თეგები:
Credit Suisse



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up