„კრედიტ სუისის“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ულრიხ კიორნერმა ბანკის გაკოტრებამდე მიყვანის გამო ბოდიში მოიხადა.
„მსურდა ისეთი ორგანიზაცია შემექმნა, რომლითაც ჩვენი აქციონერები, მომხმარებლები და თანამშრომლები იამაყებდნენ, თუმცა სამწუხაროდ, საბოლოოდ ეს წარუმატებელი მცდელობა აღმოჩნდა“,- განაცხადა ულრიხ კიორნერმა.
„კრედიტ სუისის“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა აქციონერებთან საბოლოო შეხვედრა 3 აპრილს გამართა, რითაც შვეიცარიული ბანკის 167-წლიანი ისტორია საბოლოოდ დასრულდა. მრავალწლიანი სკანდალებისა და დანაკარგების შემდეგ „კრედიტ სუისი“ საბოლოოდ UBS-მა შეიძინა.