Bank Credit Suisse-მა შვეიცარიაში რეგისტრირებული რუსული აქტივების მესამედზე მეტი გაყინა. ამის შესახებ SonntagsZeitung-ი ბანკიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, მთლიანობაში, შვეიცარიაში თითქმის 50 მლრდ დოლარის რუსული აქტივებია გაყინული. აქედან დაახლოებით 20 მლრდ დოლარი დაბლოკილია ან გაყინულია. ამავდროულად, მხოლოდ ოთხი მლრდ დოლარი ეკუთვნის იმ პირებს, რომლებიც ბერნის სანქციების ქვეშ მოექცნენ.
დარჩენილი აქტივები 13,6 მილიარდი დოლარის ოდენობით, თუმცა არ ექვემდებარება შვეიცარიის სანქციებს, მაგრამ მაინც გაყინულია. ეს თანხები შეიძლება ეკუთვნოდეს რუსეთს, ცენტრალურ ბანკს და სხვა ქვეყნებში სანქციების ქვეშ მყოფ პირებს.