Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს  210 მილიონი დოლარი გადაუხადა

Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი გადაუხადა

access_time2023-02-16 14:50:48

Bloomberg - ის ცნობით წამყვანმა შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse - მა ბიძინა ივანიშვილს კომპენსაციის სახით 210 მილიონი დოლარი  გადაუხადა, თუმცა იმის შესახებ თუ რომელი სასამართლო დავის კომპენსაციად გადაიხადა 210 მილიონი დოლარი ბანკს არ განუმარტავს, ასევე არ არის ცნობილი ტრანზაქციის თარიღიც.

 

Bloomberg-ი წერს, რომ ეს ის თანხაა, რომელიც ბანკმა დროთა განმავლობაში მოსარჩელის ყველა ანგარიშზე გადარიცხა.

 

გამოცემა წერს, რომ ქართველმა  მაგნატმა,  ბიძინა  ივანიშვილმა  ბანკს ტრასტის ერთეულის ზარალის და თანხის უსაფრთხოდ განთავსების შემთხვევაში დაკარგული მოგების საკომპენსაციოდ  800 მილიონი  დოლარის  გამო  უჩივლა. პატრის ლესკოდრონი 2018 წელს გაასამართლეს თაღლითობისთვის იმ სქემის გამო, რითაც მან ივანიშვილის ანგარიშებიდან ფული სხვა კლიენტების პორტფელებში მზარდი ზარალის დასაფარად აიღო.


Credit Suisse Trust მუდმივად ამტკიცებდა, რომ მისი პასუხისმგებლობა შემოიფარგლებოდა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქტივების ადმინისტრირებით და ივანიშვილი და მისი ქართველი მრჩეველი პასუხისმგებლები უნდა ყოფილიყვნენ მათი სახელით მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. ბანკის ცნობით ლეკოდრონი თავის დანაშაულს  კოლეგებისგან  მალავდა.


არსებობს „ვალდებულება, რომ ეს დანაკარგი ანაზღაურდეს “, - თქვა ტრასტის ადვოკატმა ლი ენგ ბენგმა, თავის დასკვნით სიტყვებში, მან ასევე დასძინა, რომ „ეს ვალდებულება არ ვრცელდება ტრასტის ანგარიშზე მართულ აქტივებზე“

 

Bloomberg-ის თანახმად, ეს გადაწყვეტილება  Credit Suisse Life-მა გაასაჩივრა, შესაბამისად ბერმუდის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იწყება. შესაბამისად, ბანკი ამ კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდებას ცდილობს. პარალელურად, სასამართლო დავა გრძელდება სინგაპურშიც.

 

2005 წელს Credit Suisse-მა სინგაპურში  ტრასტი სახელწოდებით Mandalay Trust-ი დააფუძნა, რომელშიც ივანიშვილმა $550 მილიონის დეპოზიტი განათავსა. 2014 წლის დეკემბერში კომპანიის სახელზე $697.68 მილიონი ირიცხებოდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში ტრასტის ანგარიშზე მხოლოდ $437.8 მილიონი იყო დარჩენილი. ივანიშვილი მიუთითებს, რომ ეს თანხა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის თაღლითობით დაიკარგა, რაზეც პასუხისმგებლობა Credit Suisse-მა უნდა აიღოს.

 

ბერმუდაში კი დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხებოდა. სასამართლო მასალებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს 2011 და 2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო.

 


 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up