ემსახურებოდა თუ არა Credit Suisse ნაცისტებს - რა წერია აშშ–ის სენატის საბიუჯეტო კომიტეტის ანგარიშში და რას აცხადებს ბანკი

ემსახურებოდა თუ არა Credit Suisse ნაცისტებს - რა წერია აშშ–ის სენატის საბიუჯეტო კომიტეტის ანგარიშში და რას აცხადებს ბანკი

access_time2023-04-19 15:30:23

აშშ–ის სენატის საბიუჯეტო კომიტეტმა ანგარიშის მიხედვით შვეიცარიული ბანკი Credit Suisse ნაცისტებს და მათთან  დაკავშირებულ პირებს 2020 წლამდე ემსახურებოდა.

 

 Cnn წერს, რომ საკითხის გამოძიების საფუძველი, სიმონ ვიზენტალის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები გახდა, ეს ორგანიზაცია ადამიანის უფლებების დაცვით, ტერორიზმთან და ანტისემიტიზმთან  ბრძოლით და ჰოლოკოსტის შესწავლით არის  დაკავებული.

 

სენატის ბიუჯეტის კომიტეტის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, Credit Suisse-მა გაათავისუფლა დამოუკიდებელი ომბუდსმენი და შეზღუდა მისი შიდა გამოძიების ფარგლები. სენატის კომიტეტის ინფორმაციით ამან მნიშვნელოვანი ხარვეზები დატოვა ნაცისტებთან დაკავშირებული ჩანაწერების სასამართლო ექსპერტიზაში.


2020 წელს ცენტრმა არგენტინაში გაქცეული 12 000 ნაცისტის მონაცემები მოიპოვა. მკვლევრების თქმით, ბევრ მათგანს ანგარიში შვეიცარიულ ბანკში ჰქონდა გახსნილი, სადაც ებრაელებისთვის წართმეულ ფულს ინახავდნენ.


სენატის კომიტეტის საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, Credit Suisse გასაიდუმლოებულ ანგარიშებს ემსახურებოდა. მაგალითად დაჯგუფებაში  შედიოდა 99 ადამიანის ანგარიშები,  ეს ადამიანები მაღალი რანგის  ნაცისტური  ჩინოსნები იყვნენ და არგენტინაში მოქმედებდნენ. მათგან 70 ადამიანის ანგარიში 1945 წლის შემდეგ არის გახსნილი. აქედან 14 მათგანს  ბანკი XXI საუკუნეში 2020 წელსაც კი ემსახურებოდა.

 


სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში, Credit Suisse-მა აღნიშნა, რომ ორწლიანი გამოძიების  შედეგად არ დასტურდება ის  ფაქტი, რომ მათ  ანგარიშებზე  ჰოლოკოსტის  მსხვერპლთა ფული ინახებოდა.

 

ბანკში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანიის AlixPartners-ის 50-მდე  თანამშრომელმა 50 000 საათზე მეტი დახარჯა არქივების  და მონაცემთა  ბაზების  კვლევაზე.


სენატის ახალი გამოძიება ემყარება 2021 წლის ივნისში დაქირავებული Jenner & Block-ის ადვოკატის ნილ ბაროფსკის ბრალდებებს, ბანკის ნაცისტებთან პოტენციური კავშირის შესახებ.

 

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ბანკმა  ნაცისტების მხარდამჭერებთან  კავშირები  სრულად არ გამოიკვლია. სენატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა შელდონ უაითჰაუსმა და სენატორმა ჩაკ გრასლიმ ბაროფსკის მოხსენება მარტში  გამოაქვეყნეს.


„მიუხედავად იმისა, რომ Credit Suisse თავდაპირველად დათანხმდა გამოიძიოს მტკიცებულებები უცნობი, ნაცისტებთან დაკავშირებული ანგარიშების შესახებ,  ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ ბანკმა დაადგინა ზედმეტად მკაცრი და ვიწრო ფარგლები და უარი თქვა მის შესრულებაზე. მიმოხილვის მსვლელობისას გამოვლინდა ახალი ფაქტები.“ - თქვა გრასლიმ.

 

Credit Suisse  აქტივების მიხედვით შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკია  და ბოლო წელს გახმაურებული სკანდალებით და დიდი ზარალით გამოირჩევა.

 

Credit Suisse შვეიცარიის ერთ–ერთი უძველესი ბანკია, რომელიც 1856 წელს დაფუძნდა. აქტივების მოცულობით კი ქვეყანაში მეორე ადგილს იკავებდა. ბანკის ისტორიაში აქციების უდიდესი ვარდნის შემდეგ, რასაც მარტში ჰქონდა ადგილი, საფინანსო ინსტიტუტი მისმა კონკურენტმა UBS-მა შეისყიდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up