Crystal ERP — კრისტალ კონსალტინგი მეწარმეებს ბიზნესის ავტომატიზაციის ახალ სისტემას სთავაზობს

Crystal ERP — კრისტალ კონსალტინგი მეწარმეებს ბიზნესის ავტომატიზაციის ახალ სისტემას სთავაზობს

access_time2022-07-26 11:55:36

კრისტალის შვილობილი კომპანია „კრისტალ კონსალტინგი“ მცირე და საშუალო მეწარმეებს მათი საქმიანობების განვითარებისთვის ახალ პროდუქტს, ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის სისტემა Crystal ERP და POS-ის სთავაზობს.


პროგრამის ფუნქციონალი მეწარმეს საშუალებას აძლევს, საკუთარი რესურსები სწორად დაგეგმოს, ბიზნესპროცესები და მომწოდებლებთან ურთიერთობა ეფექტიანად მართოს, დაზოგოს დრო და მინიმუმამდე დაიყვანოს შესაძლო ხარვეზები. ამასთან, Crystal ERP მფლობელს ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებასა და გაყიდვების გაზრდაშიც ეხმარება.


აღსანიშნავია, რომ პროგრამა, რომელიც საქართველოშია შექმნილი, სრულიად თავსებადია ეროვნულ კანონმდებლობასთან. იგი მარტივად ადაპტირდება ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებთან, გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისითა და გამოყენების სიმარტივით.


„კრისტალ კონსალტინგის“ მცირე და საშუალო მეწარმეებს ხელშეწყობას ძირითადად მენტორინგით ახორციელებს და მათ ბიზნესკონსულტაციებსა და მენტორობას ისეთ საკითხებზე უწევს, როგორებიცაა ბიზნესის მართვა, მომხმარებლებთან ურთიერთობა, ბრენდინგი, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა. „კრისტალ კონსალტინგის“ დახმარებით, მეწარმეები ეკონომიკური წარმატებისთვის საჭირო და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ცოდნას, ინფორმაციას, უნარებსა და კავშირებს იძენენ.


Crystal ERP და POS კი მეწარმეთა მხარდასაჭერად „კრისტალ კონსალტინგის“ მეორე მნიშვნელოვანი პროექტი იქნება.



„მეწარმეების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ყოველდღიურ ბიზნეს პროცსებში ნაკლებად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ძირითად ოპერაციებს შესყიდვებსა თუ რეალიზაციას, აღრიცხავს რვეულში აკეთებს, რაც არაეფექტურია და შეცდომის დაშვების ალბათობასაც ზრდის.


ჩვენს მიერ შექმნილი სისტემები არის ახალი შესაძლებლობა ვაჭრობის დარგში დასაქმებული მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის. პროგრამები ძალიან მარტივია გამოსაყენებლად და ყველა იმ მნიშვნელოვან ოპერაციებს მოიცავს, რომლებიც ყოველდღიურად სჭირდება ბიზნესს.


პროდუქტის შექმნის პროცესში სხვადასხვა კომპეტენციის ადამიანები, მათ შორის თავად მეწარმეებიც იყვნენ ჩართული. დიდი შრომა და რესურსი ჩაიდო იმისთვის, რომ დღეს არსებული ფორმით მიგვეღო პროგრამები. ერთ წინადადებაში ეს შესაძლებელია ასე ჩამოვაყალიბოთ: ჩვენ შევქმენით ზუსტად იგივე შესაძლებლობა მიკრო და მცირე სეგმენტისთვის, რაც აქვთ საშუალო და მსხვილ ბიზნესებს. ეს არის ჩვენი კომპანიის მისიაც, ბიზნეს სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ბიზნესისთვის.


ჩვენ მეწარმეთა განვითარების ინოვაციურ პლატფორმას წარმოვადგენთ, ამიტომ გვინდოდა, შეგვექმნა შესაძლებლობა, რომელიც ხელშესახებ ცვლილებებს შეიტანდა ბიზნესსაქმიანობების წინსვლაში. ახალი პროგრამის გამოყენება ბიზნესში, მის განვითარებას და ახალ საფეხურზე გადასვლას ნიშნავს“,- აცხადებს „კრისტალ კონსალტინგის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯანელიძე.


Crystal ERP USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID YES-Georgia)’’ დაფინანსებით შეიქმნა. პროგრამა ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით ხორციელდება. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘’კრისტალი’’ უწევს.


(R)

თეგები:
Crystal



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up