ცხინვალის რეგიონში სკოლების და ბაღების უმრავლესობა იხურება

ცხინვალის რეგიონში სკოლების და ბაღების უმრავლესობა იხურება

access_time2022-12-19 21:25:03

სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დიდი ნაწილი რთული ეპიდემიური ვითარების გამო იხურება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ 20 დეკემბრიდან სკოლებსა და ბაღებში კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სააგენტო „რეს"-ს დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ განუცხადა.


„ხვალიდან, გრიპის და ვირუსული ინფექციების შემთხვევების ეპიდემიური ზღვრის გადაჭარბების გამო, ცხინვალის პირველი, მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე სკოლებში კარანტინი გამოცხადდება, მეთორმეტე სკოლა აქამდეც დაკეტილი იყო. გარდა ამისა,ზნაურის რაიონში თერეგვანის სკოლა, ლენინგორის რაიონში ქართული სკოლა და ჯავის რაიონში გუფთის სკოლებიც იხურება. ცხინვალში დახურულია მეორე, მეთერთმეტე, მეთექვსმეტე და მეთვრამეტე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. ცხინვალის რაიონში სოფელ ხეთაგუროვოს ბაღი იხურება. ასევე ზნაურის, ლენინგორის და ჯავის საბავშვო ბაღებიც", - განაცხადა კოჩიევამ.


როგორც კოჩიევამ აღნიშნა, თუ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით დავაკვირდებით, მაშინ, წლის 47-ე კვირიდან (21 ნოემბრიდან) ცხინვალის მოსახლეობაში დაავადებული ბავშვების რაოდენობა სჭარბობდა სოფლად დაავადებულებს.



„47-ე კვირაში ცხინვალში ბავშვების დაახლოებით 96% ავად იყო. 51-ე კვირაში (19 დეკემბრიდან) ეს მაჩვენებელი ცხინვალელ ბავშვებს შორის 79%-მდე დაეცა. თუ ასაკს გადავხედავთ, მაშინ 50-ე კვირას (12 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით), რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 731 ადამიანმა. აქედან 569 - 15 წლამდე ასაკის ბავშვი იყო, მათ შორის, ორ წლამდე ასაკის ბავშვები 31%-ს შეადგენენ, სამიდან ექვს წლამდე - 32%, შვიდიდან 15 წლამდე - 37%-ს“, - განმარტა მთავარმა სანიტარულმა ექიმმა.


კოჩიევამ იმედი გამოთქვა, რომ მოახლოებული ზამთრის არდადეგები ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეებში ავადობის მაჩვენებლის შემცირებას და ახალი სასწავლო წელი დროულად და ჯანმრთელი მოსწავლეებით დაიწყება. მისივე განმარტებით კარანტინის გახანგრძლივების, ან დაწესებულების გახსნის შესახებ, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.


radiotavisupleba.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up