სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მსხვილფეხა პირუტყვს ყიდის. ზრდასრული ცხენი და კვიცი აუქციონზე ცალ-ცალკე ლოტად იყიდება. ცხენის გასასხვისებლად აუქციონი 23 თებერვალსა ჩანიშნული, ხოლო კვიცის (სქესი: მამრი) გასხვისება, რომელიც სავარაუდოდ 2-2,5 წლისაა 20 თებერვალს იგეგმება.
ცხენის საწყისი ღირებულება კი 750 ლარია, ხოლო კვიცის 562.5 ლარი.
აუქციონის პირობების მიხედვით, პირუტყვის საბოლოოდ დაფიქსირებული სარეალიზაციო თანხის 3 სამუშო დღის ვადაში გადაუხდელობის და აუქციონში გამარჯვებულის მიერ შეძენილი პირუტყვის თავშესაფრიდან არგაყვანის შემთხვევაში, აუქციონის შედეგები გაუქმდება.