ნაღდი ლარი მიმოქცევიდან დაახლოებით 10 წელიწადში შეიძლება გაქრეს

ნაღდი ლარი მიმოქცევიდან დაახლოებით 10 წელიწადში შეიძლება გაქრეს

access_time2021-11-12 11:00:04

ფინანსისტები ფიქრობენ, რომ ფულის გაციფრულების პროცესი საქართველოში დაახლოებით 10 წელიწადში დასრულდება.  როგორც ეროვნულ ბანკში სულ ცოტა ხნის წინ განაცხადეს, ციფრული ლარი საპილოტე რეჟიმში ბრუნვაში 2022 წლიდან ჩაეშვება. ფინანსური ბაზრის მკვლევარი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ ეს პროცესი წარმატებული იქნება საქართველოსთვის, რამდენადაც ნაღდი ფულის მიმართ ინტერესი იკარგება მთელ მსოფლიოში და  ახალი ეპოქის ტენდენციას ვერც ჩვენი ქვეყანა ჩამორჩება.  

 


„ახალი მოძრაობა დაიწყო ელექტრონულ ფულთან დაკავშირებით და სიახლის მისაღებად მზად ჩვენც აღმოვჩნდით. ეროვნულმა ბანკმა თქვა კიდეც, რომ 2022 წელს შემოვა ელექტრონული ფული, ეს პროცესი სავარაუდოდ 2030 წელს დასრულდება. მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ამოცანად დაისახეს, რომ ნაღდი ფული გაქრეს და ამის შემდეგ მთელი ოპერაცია ელექტრონულ ფულზე გადავა. მიმაჩნია, რომ მას  დიდი მომავალი აქვს. მომდევნო რამდენიმე წელიწადში შეიძლება კომერციულმა ბანკებმა პოზიციებიც დაკარგონ, თუ ელექტრონული ფული შემოვა ბაზარზე“, - ამბობს ,,კომერსანტთან  ნიკა შენგელია.

 


საპირისპირო მოსაზრებისაა საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე, რომელიც ფიქრობს, რომ ნაღდი ფულის მიმოქცევის არეალი ძირითადად რეგიონები იქნებიან. ქალაქში მისი მოხმარება შემცირდება, თუმცა სრულად ვერ გაქრება, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ პლასტიკურ ბარათებზე დაწესებული საკომისიოები მომხმარებლების გარკვეული კატეგორიისთვის მიუღებელია.




,,შესაძლებელია, რომ ნაღდი ფულის გამოყენება შემცირდეს, მაგრამ ის, რომ საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა დამკვიდრდება, ეს წარმოუდგენელია. შემცირება კი შორეულ პერსპექტივაში ისედაც მოსალოდნელია, ტექნოლოგიების განვითარების შესაბამისად. მოსახლეობას დიდ დისკომფორტს უქმნის პლასტიკური ბარათების გამოყენება საკომისიოების გამო, თუმცა ციფრული ვალუტის მისაღებად  მოქალაქეების გარკვეული ნაწილი მაინც არ აღმოჩნდება მზად. ნაღდი ფულის ჩანაცვლება დედაქალაქში, ასევე დიდი ქალაქების შემთხვევაშიც, სავსებით შესაძლებელია. ვფიქრობ, ელექტრონული ფულის მასიურად გამოყენება მხოლოდ თეორიულად არის დასაშვები, პრაქტიკაში ამის განხორციელება მარტივად ვერ მოხდება“, - აცხადებს თუთბერიძე.



მისი განმარტებით, ციფრული ფული – ეს არის ვირტუალური ფულის ერთეული, გადახდის საშუალება, რომელიც არსებობს მხოლოდ ციფრულად სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში ჩანაწერის სახით. იგი დღეისთვის ძირითადად გამოიყენება ინტერნეტის ქსელში, რომლის მეშვეობითაც შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი სახის ანგარიშსწორება, თუმცა შეიძლება მისი არსებობა ინტერნეტის გარეშეც.

 


ცნობისთვის, ამჟამად სებ-ი ციფრული ლარის დეტალური მახასიათებლების მზადების პროცესშია.



ციფრულდება დოლარიც. აშშ-ში შემდეგი 12 თვის განმავლობაში ციფრული დოლარის 5 საპილოტე პროგრამა ჩაეშვება. ამით აშშ-ში ციფრული ვალუტის პოტენციურ გამოყენებას შეამოწმებენ. პირველ ეტაპზე საპილოტე პროგრამებს გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Accenture დააფინანსებს და მასში ჩაერთვებიან ფინანსური ფირმები, საცალო ვაჭრობის კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მიღებულ მონაცემებს აშშ-ს ხელისუფლებაში ციფრული დოლარის განვითარებისთვის გამოიყენებენ.



ციფრული ევროს გამოშვებისთვის ევროპაც მზადაა.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up