დაახლოებით 60-მდე ბენეფიციარს მოსავლის ამღები ტექნიკა დაუფინანსდება - სოფლის მეურნეობის მინისტრი

დაახლოებით 60-მდე ბენეფიციარს მოსავლის ამღები ტექნიკა დაუფინანსდება - სოფლის მეურნეობის მინისტრი

access_time2023-02-20 18:00:07

დღეს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მედიის წარმომადგენლებთან  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების ახალი სახელმწიფო პროგრამის დეტალებზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა.



„სანამ პროგრამის დეტალებზე გადავალ, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენ მიერ, წლების განმავლობაში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით შესყიდვის მხარდაჭერის ღონისძიებების შესახებ. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს,  რომ ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა ჩვენი ფერმერებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, ბოლო წლების განმავლობაში, თითქმის 70 მილიონი ლარის თანადაფინანსება განვახორციელეთ პროგრამების სახით, რომლითაც 2600-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა; მათ შორის, 2021-2022 წლებში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გამოიყო 50 მილიონი ლარი. მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 1200 ერთეული გამწევი ტექნიკის შეძენა იქნა დაფინანსებული. ამ მიმართულებით, ჩვენ, ყოველწლიურად, ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს თანადაფინანსება. რამდენიმე კვირის წინ გამოვაცხადეთ განაცხადების მიღება მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსებაზე. ახლა მიმდინარეობს შემოსული განცხადებების განხილვის პროცესი. დაახლოებით 60-მდე ბენეფიციარს დაუფინანსდება მოსავლის ამღები ტექნიკა, მათ შორის კომბაინები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ბიუჯეტში გამოყოფილი გვაქვს 10 მლნ ლარი, რომელსაც ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში მივმართავთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 


ახალი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 10 მლნ ლარია, ფერმერებისათვის იქნება დამატებითი შესაძლებლობა,  მიიღონ ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომლითაც შეძლებენ სხვადასხვა აგრო-ტექნიკური სამუშაოების შესრულებას   მსოფლიოში დანერგილი საერთაშორისო სტანდარტებისა და შესაბამისი აგროვადების დაცვით.   პროგრამა ვრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტზე, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.   პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარე წლის მარტში დაიწყება.   


 


როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ტექნიკის თანადაფინანსებას შემდეგი პირობებით: კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობა უნდა იყოს ბარში, არანაკლებ 10 და ისინი ჯამურად უნდა ფლობდნენ არანაკლებ 20 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწას.



მაღალი მთის შემთხვევაში ეს რიცხვები ნახევრდება - მეპაიეთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს 5-ს და სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი კი, 10- ჰა-ს.



პროგრამის ფარგლებშიო თანადაფინანსება გაიცემა 50 %-ის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხით კოოპერატივს და მათ მეპაიეებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, სადაც სუბსიდირების სახით სახელმწიფო გაუწევს დახმარებას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up