დაბალხარისხიანი პროდუქცია და ფინანსებზე ხელმიუწვდომლობა - რატომ ვერ ისარგებლებენ ქართული კომპანიები EU-ის საჯარო შესყიდვების ბაზრით?

დაბალხარისხიანი პროდუქცია და ფინანსებზე ხელმიუწვდომლობა - რატომ ვერ ისარგებლებენ ქართული კომპანიები EU-ის საჯარო შესყიდვების ბაზრით?

access_time2022-07-26 13:00:15

საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული კომპანიები EU-ს წევრი სახელმწიფოების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში შეძლებენ მონაწილეობას.


ევროკავშირის მასშტაბით ყოველწლიურად 250,000-მდე სუბიექტი (მთავრობა, სამინისტრო, სააგენტო და კომპანია) დაახლოებით, 2 ტრილიონი ევროს მოცულობის საქონლის, მომსახურებისა და სერვისის შესყიდვას ახორციელებს. ევროკომისიის ცნობით, უმსხვილეს შემსყიდველებს შორის არიან: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები და ესპანეთი.


ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მხოლოდ ბაზრის გახსნა საკმარისი არ არის, რადგან ქართულ კომპანიებს ერთი მთავარი პრობლემა აქვთ  ფინანსებზე ხელმიუწვდომლობა, რაც მათ ხელს უშლით ხარისხიანი პროდუქციის შექმნაში. 



„მარტო გახსნა არაფერია თუ ქართულმა კომპანიებმა შესაბამისი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილეს. ცხადია ასეთი ხელშეკრულებები პოზიტიურად მოქმედებს და გარკვეული მიმართულებით ექსპორტის ზრდას იწვევს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ისეთი ხარისხის პროდუქცია ვაწარმოოთ რაც მისაღები იქნება ევროპისთვის.


მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენთან ეკონომიკისთვისაც და ბიზნესისთვისაც არის ესაა ფინანსებზე ხელმიუწვდომობა. დაბალი ფინანსების პირობებში ვერ ვახერხებთ მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას, სწორედ ამიტომ ვერ გაგვაქვს ის ევროკავშირის ბაზრებზე და ისეთი ბაზრები გვრჩება ასათვისებლად, სადაც დაბალხარისხიან პროდუქციაზეა მოთხოვნა, მაგალითად რუსეთი. ვაჭრობის ხელშეკრულებებმა ბოლომდე ვერ იმუშავა, რადგან ფინანსებზე ხელმიუწვდომლობა კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნის შესაძლებლობას არ აძლევს ქართულ კომპანიებს.


საერთაშორისო ბაზრები ბევრი კომპანიისთვის საინტერესოა და შესაბამისად დაინტერესება იქნება, მაგრამ მაშინ როდესაც დიდი კომპანიები წლებია რუსეთთან თანამშრომლობენ, შესაძლოა თავი არც შეიწუხონ იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზრებზე გადაეწყონ. რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში, ეს სიახლე კარგია, ცვლილება იქნება, მაგრამ არა იმდენად რისი მოლოდინიც შეიქმნა“,  აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.


აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა 2021 წლის 8 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი პირველი ეტაპის ვალდებულებების წარმატებით შესრულება საჯარო შესყიდვების სფეროში. საჯარო შესყიდვებში მონაწილეობის საკითხი საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებებით იყო გათვალისწინებული, თუმცა აქამდე ქვეყანას სამართლებრივად ჰქონდა შეზღუდული ტენდერებში მონაწილეობის უფლება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up