დაბინძურებული მიწა, წყალი, ჰაერი - ომის შედეგად უკრაინის გარემოსთვის მიყენებულმა ზარალმა 1,7 ტრილიონ გრივნას გადააჭარბა

დაბინძურებული მიწა, წყალი, ჰაერი - ომის შედეგად უკრაინის გარემოსთვის მიყენებულმა ზარალმა 1,7 ტრილიონ გრივნას გადააჭარბა

access_time2023-01-27 20:30:50

ომის 11 თვის განმავლობაში რუსულმა აგრესიამ უკრაინის გარემოს 1.7 ტრილიონი გრივნას ზიანი მიაყენა. ამის შესახებ უკრაინის გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექციაში განაცხადეს.

აღნიშნულია, რომ ასეთი მაჩვენებლები გამოითვლება იმ მეთოდების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრავს მიწის, წყლის რესურსების და ატმოსფერული ჰაერისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას.

ნიადაგის დაბინძურებისა და მიწის დანაგვიანების ზიანის საერთო რაოდენობა 688 მილიარდ გრივნაზე მეტია. ჰაერის დაბინძურებისთვის ზარალის ჯამური ოდენობა 998 მილიარდ გრივნას შეადგენს. წყლის რესურსების დაბინძურების ზარალმა 56 მილიონ გრივნას გადააჭარბა.

ამასთან, უკრაინის ტერიტორიულმა ორგანოებმა დააფიქსირეს და გამოთვალეს ოკუპანტების მიერ მიყენებული ზარალის რაოდენობრივი მაჩვენებელიც:


280,904 მ2 - საშიში ნივთიერებებით დაბინძურებული ნიადაგები; 12,277,512 მ2 - მიწები სავსეა დანგრეული ობიექტების და საბრძოლო მასალის ნარჩენებით; დაბომბვისას დაიწვა 686 816 ტონა ნავთობპროდუქტი, რამაც ჰაერი საშიში ნივთიერებებით დააბინძურა; 33132 ჰექტარი ტყეები და სხვა ნარგავები, რომლებიც რაკეტებისა და ჭურვების აფეთქების შედეგად დაიწვა, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, მათი ნაწილის აღდგენას ათწლეულები დაჭირდება, ნაწილი კი სამუდამოდ განადგურდა; 1 063 947 მ2 - განადგურებული ობიექტები, მათ შორის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათმა ნარჩენებმა გარემოს ზიანი მიაყენა; 1597 ტონა დამაბინძურებლების მასა, რომელიც წყლის ობიექტებში მოხვდა; 2,903,513 კგ - უცხო საგნების, მასალების, ნარჩენების ან/და სხვა ნივთიერებების მასა, რომლებიც წყლის ობიექტებში აღმოჩნდა; 410,150,000,000 მ3 - ნებართვის გარეშე ამოღებული/გამოყენებული წყლის მოცულობა;

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული აგრესიით უკრაინული გარემოსთვის მიყენებული ზიანი უკვე 46 მილიარდ დოლარს აღემატება - უკრაინა ამ ზარალის კომპენსაციას რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up