„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

access_time2020-07-03 18:00:58

იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“.


თუმცა მთავარი საფრთხე, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს, ამ პროცესში ხედავენ, ის არის, რომ, შესაძლოა, პარლამენტმა ახალი ვერსიიდან ამოიღოს უმთავრესი - შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოების შესახებ ჩანაწერი და ასე გაიტანოს ახალი კანონი სესიაზე.


„ეს აბსოლუტურად დაუკარგავს აზრს ამ კანონის მიღებას და იქნება სამარცხვინო კომპრომისი ბიზნესის სასარგებლოდ“, - ამბობს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ სოციალური პროგრამის ხელმძღვანელი, კოტე ერისთავი.


მისი სიტყვებით, შრომის რეალურ რეფორმას, რომელზეც უკვე ერთი წელია მუშაობა გრძელდება, ასიათასობით დასაქმებული ელის იმ იმედით, რომ მათი შრომის პირობები მინიმალურად მაინც გაუმჯობესდება.


თუმცა რა მიმართულებაც კანონპროექტის განხილვამ მიიღო, საერთოდ არ ემთხვევა იმას, რასაც საქართველოსგან მოითხოვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ამბობს კოტე ერისთავი:


„საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ჩვენ გვევალება შევქმნათ შრომის ისეთი ინსპექცია, რომელსაც ექნება სრულფასოვანი მანდატი, აღასრულოს შრომის კოდექსი და დაიცვას შრომის უფლებები სამუშაო ადგილზე. დღეს რომ არ და ვერ სრულდება შრომის კანონმდებლობა, ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ არ გვაქვს ეფექტური აღსრულების მექანიზმი. სწორედ შრომის ინსპექცია უნდა იყოს ეს მექანიზმი. მის გარეშე ყველაფერი, რაც კანონში ჩაიწერება, ისევ დარჩება ფურცელზე“.


კოტე ერისთავის სიტყვებით, კანონპროექტიდან სხვა არაერთი მნიშვნელოვანი მუხლიც ამოიღეს, მათ შორის, ჩანაწერი მინიმალური ხელფასის თაობაზეც. მისი შეფასებით, სამარცხვინოდ დაბალი დარჩა კერძო სექტორში დასაქმებულების დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაც - ერთჯერადი 1000 ლარის ოდენობით, რაც ასევე არ შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს.



საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი, მერაბ ქართველიშვილი კი აღნიშნავს, რომ რაც უნდა კარგი ჩანაწერები დარჩეს შრომის ახალ კოდექსში, თუ ინსპექციას მანდატს არ გაუფართოვებენ, კანონის დანარჩენი მოთხოვნები უბრალოდ არ აღსრულდება.


„ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მთავარმა, ჯანდაცვის კომიტეტმა ისე უნდა გაუშვას კანონპექტის ვერსია პლენარულ სესიაზე, რომ არ შეცვალოს ეს მუხლი. მივმართავთ ყველას, მთავრობას, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, არ დაუშვან, რომ შრომის ასეთი კოდექსი მივიღოთ“.


თავად კანონპროექტის ინიციატორი, დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილიც რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს,რომ შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება მისთვის ყველაზე პრინციპული საკითხია, რასაც არ დათმობს.


თუმცა, ისიც ადასტურებს, რომ პარლამენტში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, რომ მუშაობს ბიზნესმენთა ლობი და რომ არაერთ სხვა მუხლთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიციატორებს მოუწიათ გარკვეულ დათმობებზე წასვლა.


„მცდელობები არის, რომ ეს პროცესი ჩავარდეს, ან გადაიდოს ამ საკითხის განხილვა, ბიზნესასოციაცია იბრძვის ამისთვის, მართავს შეხვედრებს პარლამენტში და ცდილობს დეპუტატების დაყოლიებას. პოლიტიკურმა პროცესმა მაინც მოიტანა ის, რომ გარკვეულ დათმობებზე წავედით, მაგრამ შრომის ინსპექციის საკითხი ისეთი პრინციპულია, ამას მე არც ერთ შემთხვევაში არ დავთმობ. თუ კანონი ამის გამო ჩავარდება, ჩავარდეს და ამაზე პასუხისმგებლობა მათ უნდა აიღონ, ვინც მხარს არ დაუჭერენ ამ ვერსიას. ეს იცით, დაახლოებით რას ნიშნავს? გქონდეს სისხლის სამართლის კოდექსი და არ გყავდეს სამართალდამცავი ორგანოები“, - გვითხრა დიმიტრი ცქიტიშვილმა.


მისი განცხადებით რამდენიმე კომიტეტმა უკვე დაწერა, რომ შრომის ინსპექციის როლი ზედმეტად გაზრდილია, მაგრამ ცქიტიშვილის შეფასებით, ეს არის ისეთი ფუნდამენტური საკითხი, რომლის გარეშეც რეფორმას აზრი ეკარგება.


პარლამენტის კომიტეტებში კანონპროექტის განხილვები დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ კენჭისყრა მთავარ, ჯანდაცვის კომიტეტში, რომელიც მომავალ კვირას უნდა შეიკრიბოს.


დიმიტრი ცქიტიშვილს, როგორც ინიციატორს უფლაბა აქვს არ დაეთანხმოს კომიტეტის გადაწყვეტლებას - ამ შემთხვევაში, კანონპროექტი სესიაზე გავა ცვლილებების გარეშე, იქ კი უკვე ხმათა უმრავლეოსბით გადაწყდება ჩააგდებს საკანონმდებლო ორგანო ახალ „შრომის კოდექსს“ თუ არა.


რადიო თავისუფლება








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up