„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლიური ანგარიში წარადგინა

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლიური ანგარიში წარადგინა

access_time2022-12-22 12:17:33

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გარშემო სილქნეტმა ტრადიციულად წლის ბოლოს გააერთიანა კერძო სექტორი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებს და საზოგადოების აქტიური წევრები.


საქველმოქმედო ვახშამი,  21 დეკემბერს, სასტუმრო რადისონში გაიმართა და საზოგადოებას გასული წლის ანგარიში წარედგინა.


ფონდის მთავარი დონორი, კომპანია სილქნეტი, მხარში უდგას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში მებრძოლ, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, რომლებმაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, ჯანმრთელობა შესწირეს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და უკეთესი მომავლისათვის ბრძოლას.


გასული წელი ჩვენი ფონდისთვის წარმატებული იყო. ჩვენ შევძელით 661 ათასი ლარის მოძიება და სხვადასხვა სახის დახმარება აღმოვუჩინეთ ფონდის ბენეფიციარებს. ჩატარდა 17 მძიმე ოპერაცია საზღვარგარეთ. თანამშრომლობა გავაფორმეთ მსოფლიოში ცნობილ ბრიტანულ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდთან. იმედი მაქვს, რომ მომდევნო წელს უკეთესი შედეგები გვექნება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესის წარმომადგენლებს, ყველა შემომწირველს. ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის სამინისტროსთან გრძელდება პარიტეტის საფუძველზე. ჩვენ ყველა ერთად უნდა დავუდგეთ ჩვენ საამაყო გმირებს და მათ ოჯახებს. მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა და ახალი წელი და გისურვოთ კეთილდღეობა“, - დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი.


კომპანია სილქნეტმა 2018 წელს დააფუძნა ფონდი და მისი საქმიანობისთვის ყოველწლიურად 300 000 ლარს გამოყოფს. ამ საქველმოქმედო საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართული დონორი საერთაშორისო ორგანიზაციები, კომპანიები და ფიზიკური პირები. ბიზნესის, მთავრობისა და საზოგადოების გაერთიანებით, დაარსებიდან დღემდე ორ მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება შეძლო ფონდმა. ეს თანხა ასობით დაჭრილი ვეტერანისა და მათი არასრულწლოვანი შვილების ისეთ საჭიროებებზე მოხმარდა, როგორიცაა: სამედიცინო მომსახურება, ოპერაციები, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის ადაპტირება ეტლით მოსარგებლეებისთვის და პროფესიული გადამზადება.


უკვე ტრადიციად იქცა ჩვენი შეხვედრა ამ ფორმატში და ყოველ ჯერზე ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის თქვენს წინაშე გამოსვლა ძვირფასო სტუმრებო.  ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ მადლიერება გამოვხატოთ იმ ხალხის წინაშე, რომლებმაც ჯანმრთელობა და ყველაზე ძვირფასი შეწირეს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას. მინდა მადლობა გადავუხადო ფონდის ყველა მხარდამჭერს. ნებისმიერი თანხით ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი გმირებისთვის გაერთიანების საქმეში. გასულ წელს ჩვენ დავეხმარეთ 50 დაჭრილ ვეტერანს და სამხედრო მოსამსახურეს და მათ არასრულწლოვან შვილებს. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი თანხის მობილიზებას შევძლებთ“, - დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გენერალური დირექტორი, დავით მამულაიშვილი.

ფონდის მმართველობის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან დახმარებას დაჭრილთა მეუღლეებიც მიიღებენ.

2022 წელს ფონდმა, წინა წელთან შედარებით, მეტად გაფართოებული რესურსებით შეძლო დაჭრილი მებრძოლების მხარდაჭერა. სილქნეტის ყოველწლიური შენატანით და სხვა კომპანიებისა და კერძო პირების დონაციებით, 661 000 ლარი იქნა მოზიდული, რაც 50 დაჭრილ ვეტერანს და სამხედრო მოსამსახურეს და ასევე, მათ არასრულწლოვან შვილებს მოხმარდა.

დიდი ბრიტანეთის საელჩოს და ელჩის, მისი აღმატებულება მარკ კლეიტონის ინიციატივით, ბრიტანეთის საელჩომ, თავისი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, დაგეგმა British Corner-ის ინგლისური ენის სასწავლო კურსების დაფინანსება. ამ პროგრამით ისარგებლებენ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების არასრულწლოვანი შვილები.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ მსოფლიოში ცნობილ ბრიტანულ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ Invictus Games Foundation-თანაც თანამშრომლობს. ამ ორგანიზაციის მიერ ლონდონში ჩატარებულ ინვიქტუსის მებრძოლთა თამაშებში ჩვენი ქვეყანა 2014 წლიდან იღებს მონაწილეობას. ფონდმა ინვუქტუსისგან მიიღო გრანტი, ქართველი დაჭრილი მებრძოლების გუნდისთვის, მჯდომარე კალათბურთის ეტლების შესაძენად.  

დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი განაგრძობს ვეტერანებსა და სამხედროებზე ზრუნვას და იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას, სადაც ქველმოქმედების მრავალწლოვანი ტრადიცია არსებობს. 

21 დეკემბერს გამართულ საქველმოქმედო ვახშამს ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თავდაცვის სამინისტროს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგებლები, დიპლომატიური კორპუსი: ელჩები და სამხედრო ატაშეები ასევე ნატოს სამეკავშირო ოფისისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი და საზოგადოების სხვადახვა სფეროს წარმომადგენლები. 


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, ფონდის საქმიანობის და კერძო ბიზნესის კონტრიბუციის მნიშვნელობაზე ისაუბრა: ჩემთვის დიდი პატივია დღეს იმ ადამიანების გვერდზე ყოფნა, ვინც ჯანმრთელობა შესწირა მშვიდობას და სამშობლოს კეთილდღეობას. ჩვენი ყველას ვალდებულებაა ვიზრუნოთ მათზე, ვინც დამოუკიდებლობას და თავისუფლებას იცავს. უაღრესად დასაფასებელია ფონდის ძალისხმევა, რომ დაჭრილმა მებრძოლებმა და მათი ოჯახის წევრებმა მიიღონ ის დახმარება, რასაც იმსახურებენ. ფონდმა დაარესების დღიდან 2 მილიონი ლარი მოიზიდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო სილნქტის დამსახურება ამ საქმეში.
 
ეს არის არაჩვეულებრივი მაგალითი, თუ რა შედეგი მოჰყვება კერძო და სახელმწიფო სექტორების ერთობლივ მუშაობას. ამერიკის საელჩო ძალიან ამაყია შეურთდეს ამ ძალისხმევას და მხარი დაუჭიროს ჯარისკაცებსა და  ვეტერანებს საქართველოში.

კომპანია „სილქნეტს“ ფონდისთვის გამოყოფილი აქვს საქველმოქმედო ნომერი - 0 901 777 771. ამ ნომერზე სილქნეტის მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ქსელის აბონენტების მიერ განხორციელებული თითო ზარიდან შემოსული ერთი ლარი სრულად ირიცხება ფონდის ანგარიშზე. დონაციის განხორციელება შესაძლებელია საბანკო ანგარიშებზეც.

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up